მართალია, მე და გენადის ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება არ აგვეწყო. მალე საყვარელი გაიჩინა და შინ გვიან ღამე ბრუნდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი და ჩემი დედამთილი ლამის ყოველდღე მილაგებდა უკან დასაბრუნებელ ჩემოდანს.
ერთ დღეს მამამთილმა მითხრა, უშვილო ხარ, თან ჩემს შვილს არ უყვარხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ამ ოჯახში ზედმეტი ხარო? ის ღამე ტირილში გავათენე და მეორე დღეს ექიმთან წავედი. დედაჩემი გამომყვა და ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე. ერთ კვირაში ექიმმა მითხრა, ყველაფერი წესრიგში გაქვს და შენი ქმარი მოვიდეს გასასინჯადო. თან დაამატა, ექვსი თვე საგანგაშო არ არის, სულ ტყუილად ნერვიულობთო. შინ მოსულმა ანალიზების და ექოსკოპიის პასუხები დედამთილს სახეზე ავაფარე. ხმა არ ამოუღია. საღამოს გენადისაც დაველაპარაკე, მაგრამ სასაცილოდ არ ეყო, ექიმთან მამაშენი წაიყვანე, შენნაირი შვილი რომ გამოუვიდაო.
მეორე დილას მამამთილის ღრიალმა გამაღვიძა, ჩვენს ოთახში შემოვარდნას ცდილობდა და დედამთილი ძლივს აკავებდა. ყვიროდა, ვინ არის უშვილო? ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა, ყოველ კვირა სამ ქალს აორსულებდა, რაც მე მაგის საყვარლები მიტარებია აბორტზეო.
სრულად ტექსტი იხილეთ: www.reitingi.ge