ნიჭის, გამბედაობის და სიძლიერის სიმბოლო - ქალი სპორტსმენები სტერეოტიპების პირისპირ - Marao

ნიჭის, გამბედაობის და სიძლიერის სიმბოლო - ქალი სპორტსმენები სტერეოტიპების პირისპირ

2025-07-07 15:48:50+04:00

ქალი სპორტმენები დღეს არამარტო სპორტის, არამედ წარმატების, ნიჭის, სიძლიერის და გამბედაობის სიმბოლოოები არიან. ისინი არღვევენ სტერეოტიპებს, რომ სპორტი ქალის საქმე არ არის. მათმა წარმატებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ სილამაზესთან ერთად შესაძლებელია იყო კარგი და წარმატებული სპორტსმენი. მათი გზა ხშირად სავსეა დაბრკოლებებით, მაგრამ სწორედ ეს გზაა, რაც მათ ისტორიებს განსაკუთრებულს და შთამაგონებელს ხდის.

  • ქალები, რომლებიც ისტორიას ქმნიან – TOP 8 ქართველი ქალი და გამარჯვების 8 ამბავი 

ალისა შმიდტი - მძლეოსნობა

ალისა შმიდტი გერმანელი მძლეოსანია, რომელმაც არამარტო თავისი სიჩქარითა და სპორტული მიღწევებით, არამედ ბუნებრივი ქარიზმითა და გარეგნობითაც მიიქცია ყურადღება. ის ასპარეზობს 200 და 400 მეტრიანი დისტანციებზე. 2017 წელს ევროპის U20 ჩემპიონატზე  გერმანიის 4×400 მ-ში მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2019 წელს კი ბრინჯაოს მედალი.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ალისამ არაერთი წარმატება მოიპოვა, თუმცა მისი პოპულარობა სპორტულ არენას სცდება. შმიდტი სოციალური მედიის ვარსკვლავიცაა. ის ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას, როგორც წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევს მიზნებს. ინსტაგრამზე მისი გამომწერთა რიცხვი 5 მილიონს სცდება.

alica_shmidt

alica_shmidt

alica_shmidt

  • TIME 100 - ქალები, რომლებიც 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ 

ალექს მორგანი - ფეხბურთი

ალექს მორგანი არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ამერიკის ისტორიაში, არამედ ქალთა სპორტის მთავარი სიმბოლოც. მისი კარიერა  ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც, ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ეროვნული ნაკრების ყურადღება მიიპყრო. მისმა დებიუტმა USWNT-ში ახალი ეპოქა დაიწყო.

მორგანმა კარიერის განმავლობაში ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი – 2015 და 2019 წლებში. მან მონაწილეობა მიიღო სამ ოლიმპიადაზე. ლონდონის თამაშებში (2012) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტოკიოში (2020) – ბრინჯაო. USWNT-ის ფორმით 224 შეხვედრაში 123 გოლი გაიტანა, რაც მას ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად აქცევს.

საკლუბო დონეზეც, ალექს მორგანმა თავი გამოიჩინა სხვადასხვა გუნდში. მან ითამაშა ევროპაში – ფრანგულ „ლიონში“, სადაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო უკანასკნელი წლები გაატარა „სან დიეგო ვეივში“. 2022 წელს ის გახდა NWSL-ის საუკეთესო ბომბარდირი და ლიდერი, რომელმაც გუნდი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. გარდა სპორტული წარმატებებისა, მორგანი აქტიურად მონაწილეობდა თანასწორობისთვის ბრძოლაში და იყო იმ მოთამაშე ქალთა შორის, რომლებმაც აშშ-ის საფეხბურთო ფედერაციას Gender Pay Equity-ისთვის უჩივლეს და წარმატებითაც დასრულდა.

2024 წელს ალექსმა განაცხადა, რომ ტოვებდა პროფესიონალურ ფეხბურთს, რათა უფრო მეტ დროს ოჯახსა და სხვა პროექტებს დაუთმოს. ამავე წელს მან წილი „სან დიეგო ვეივის“ შეიძინა, რაც ადასტურებს, რომ მორგანი ფეხბურთის მიღმაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა სპორტის განვითარებაში.

aleks_morgani

aleks_morgani

იულია ლევჩენკო - მძლეოსნობა (სიმაღლეში ხტომა)

უკრაინელი იულია ლევჩენკო 2017 წლის წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია. ის ასევე მონაწილეობას იღებდა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. ერთ-ერთი საუკეთესოა სიმაღლეზე ხტომაში.

იულია სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია, მას ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

iulia_levchenko

iulia_levchenko

iulia_levchenko

  • სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო 

ლუანა ალონსი - ცურვა

ლუანა ალონსო 2004 წლის 19 მარტს დაიბადა. ლუანა ცურვაში პარაგვაის წარმომადგენელია. მისი დებიუტი პარგვაის დროშის ქვეშ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხდა.

luan_alonso

luan_alonso

დარია ბილოდიდი - ძიუდო

უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი 2000 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. ის 2018 და 2019 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2019 წელს მოიგო ევროპული თამაშები, 2017 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. მისი მამაც, გენადი ბილოდიდი, ყოფილი ძიუდოისტია.

დარიას, სპორტის პარალელურად, სამოდელო კარიერაც აქვს და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი ბრენდის გადაღებაში, მათ შორის, Vogue-ისა და Adidas-ის კამპანიებში.

ამასთან დარია ბილოდიდი ხარკოვის „მეტალის“ ფეხბურთელი გახდა. დარიამ კლუბთან ინტერვიუში განაცხადა რომ ეს მისთვის ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„მიყვარს სიახლეები, ყოველთვის ვცდილობ, ახალის მიზნები და ამოცანები დავისახო. მესმის, რომ გუნდის სხვა წევრები ფეხბურთს დიდი ხანია რაც თამაშობენ და მათ დონეზხე ვერ ვითამაშებ, მაგრამ ბავშვობაში ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა და ძიუდოს ნაკრები შეკრებებზე ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთს, ამიტომ ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა - გამოვცადო ჩემი თავი პროფესიულ ფეხბურთში. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მოედანზე გამოსვლის შანსი მომეცემა“- თქვა დარიამ.

daria_bilodid

daria_bilodid

daria_bilodid

ზეჰრა გიუნეში - ფრენბურთი

ზეჰრა გიუნეში თურქეთის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ზეჰრა დაიბადა 2000 წლის 7 ივლისს სტამბოლში. 13 წლის ასაკში ის შეუერთდა თურქეთის ერთ-ერთ კლუბს, „ვაკიფბანკს“. 

2016 წელს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მომენტი დადა, როდესაც მან წარმოადგინა თურქეთი FIVB ფრენბურთელ გოგონათა 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მისმა თამაშმა სკაუტებისა და ფრენბურთის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო.

საერთაშორისო სცენაზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ, ზეჰრა გახდა თურქეთის ნაკრების განუყოფელი ნაწილი, მონაწილეობდა პრესტიჟულ ღონისძიებებში, როგორიცაა FIVB ფრენბურთის ერთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი. 

ზეჰრა სოციალურ ქსელებში აქიურობით გამოირჩევა. მას 4 მილიონზე მეტი მიმდევარი ყავს და ყოველდღიურად უზიარებს გამომწერებს მისი ცხოვრების სტილს.

zehra_giunesh

zehra_giunesh

zehra_giunesh

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდო

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.

ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ,  კახა მოცარიძესთან გააგრძელა.

ეთერი 2015 და 2016 წლებში ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში. ამავე წელს,  იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მას სუპერვარსკვლავი უწოდეს. 

2024-2025 წლებში ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. 

eter_liparteliani

eter_liparteliani

eter_liparteliani

ირმა ხეცურიანი - ფარიკაობა

ირმა ხეცურიანი  15 ოქროს მედლის მფლობელი პარამოფარიკავეა. აფხაზეთში დაიბადა, ომმა ოჯახი წყალტუბოში გადაასახლა.  ზურგის ტვინში არსებული სწრაფადმზარდი სიმსივნის გამო, ოპერაცია გაიკეთა, რამაც 18 წლის ასაკში მოძრაობა შეუზღუდა, მაგრამ 27 წლისამ, მეგობრების რჩევით, ეტლით დაიწყო ფარიკაობა. ექვსი თვეში უკვე შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 2017 წელს ახალგაზრდებში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედლები მოიპოვა. მსოფლიო თასზე კი 9 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

irma_khetsuriani

irma_khetsuriani

irma_khetsuriani

ანა ჯაფარიძე - ტაიკვანდო

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.

ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობდნენ.

ana_japaridze

ana_japaridze

მარიამ ბოლქვაძე - ჩოგბურთი

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე 1998 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა. მარიამი არის საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების წევრი, ტურნირზე გამართული 11 შეხვედრიდან ექვსი მოიგო. ერთეულებში არის მსოფლიოს 190-ე ჩოგანი. ერთეულებში მისი საუკეთესო შედეგი 152-ე ადგილი იყო. ის 2015 წლიდან თამაშობს საქართველოს ნაკრებში.

mariam_bolkvadze

mariam_bolkvadze