ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ ელიეშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც საბა დაარქვეს. ამჯერად მარიამი სწორედ შვილის კადრებს გვიზიარებს, რომელიც უკვე ერთი თვისაა: "პატარა საბა ერთი თვის, მიყვარხარ", - წერს ის,

მარიამ ელიეშვილი და მისი ოჯახი
მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.
მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.
"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."
ცოტა ხნის წინ, მარიამი დაქორწინდა. მისი რჩეული ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა კარიერის მიტოვებას არ აპირებს – მისი მეუღლე მოტივირებულია, რომ მომღერალს ყველანაირად შეუწყოს ხელი. მარიამი უკვე ახალ სიმღერებზეც მუშაობს. ამის პარალელურად, მარიამი ახლა შვილზე, საბაზეა კონცენტრირებული და მის ფოტოებს მეგობრებსაც ხშირად უზიარებს.