მშვენიერი თინა დალაქიშვილის ახალი როლი და საინტერესო ინტერვიუ: "ვერ ვიტან ეჭვიან ადამიანებს, კარგია, როცა პარტნიორი გენდობა და მშვიდად მიდის ურთიერთობა" - Marao

მშვენიერი თინა დალაქიშვილის ახალი როლი და საინტერესო ინტერვიუ: "ვერ ვიტან ეჭვიან ადამიანებს, კარგია, როცა პარტნიორი გენდობა და მშვიდად მიდის ურთიერთობა"

2025-07-02 12:49:59+04:00

მალე მაყურებელი ახალ ქართულ სერიალს სახელწოდებით "ვინ იცის მერი" იხილავს. სერიალი 34 წლის მერის შესახებ გვიყვება. ის კინოხელოვნების ლექტორია და სურს, თავადაც დაწეროს სცენარი. ამბავს მეტ ინტრიგასა და ინტერესს სძენს, მერის მეგობარი, ლიზა. ლიზა და მერი ერთად ცხოვრობენ, ორივე 30 წელს გადაცილებულია, თუმცა მათი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

  • TOP 10 ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ქალი: ძველი და ახალი თაობა 

სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს წარმატებული ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი ასრულებს. თინამ წლების წინ განსაკუთრებული ნიჭითა და გამორჩეული გარეგნობით მაყურებელს თავი უკვე დაამახსოვრა. ახლა კი გულშემატკივრებს ახალი თავგადასავლებით უბრუნდება. 

dalakishvili

თინა დალაქიშვილმა პერსონაჟის და მასთან მსგავსების შესახებ ისაუბრა: 

"ვერ ვიტან ეჭვიან ადამიანებს. ეგრევე ვხვდები, რომ ჩემ მიმართ ნდობა არის ნულს ქვევით. როცა მსახიობი ხარ, ხან რომელ ქვეყანაში ხარ, ხან რომელში, საველე პირობებში ცხოვრობ ხან ვიღაცასთან, ხან - ჯგუფთან ერთად. კარგია, როცა პარტნიორი გენდობა და მშვიდად მიდის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდხანს ვერ ნახოთ ერთმანეთი.

ძალიან მიყვარს ჩემი პირადი სივრცე. მარტო ყოფნა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი სამყაროში, რაც შეიძლება იყოს. თუ პირადი სივრცე მენგრევა, თავში ისეთი სიგიჟეები მაქვს, ვეღარ ვხვდები, რას ვაკეთებ…“ - ამბობს მსახიობი. 

თინა დალაქიშვილი და მისი კარიერა 

მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმცა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.

  • ქართული სილამაზე - გამორჩეული გარეგნობის ქართველი გოგონები (ფოტო/ვიდეო)

პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.

ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.

dalakishvili

თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.

17 წლის ასაკიდან დაიწყო ფოტომოდელის კარიერა; გადაღებული იყო სარეკლამო ვიდეორგოლებში. 2010 წლიდან იღებენ კინოში, შესრულებული აქვს როლები ქართულ და რუსულ ფილმებში: "სეზონი" (რეჟისორი - დათო ბორჩხიძე, 2010), სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" (2011), "ვარსკვლავი" (რეჟისორი - ანა მელიქიანი, 2014), "მძევლები" (რეჟისორი - რევაზ გიგინეიშვილი, 2017), "აბიგაილი" (რეჟისორი - ალექსანდრ ბოგუსლავსკი, 2019) და სხვ.

"შემთხვევით მოვხვდი კინოში. და სიმართლე რომ ვთქვა, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე ყურება, მანამდეც, რა თქმა უნდა, ვუყურებდი, მაგრამ ასეთი ინტერესი არ მქონია და თან ვერც ვიგებდი რაღაცებს, შესაბამისად ნაკლებად მაინტერესებდა. 

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად