დიღომი 8 – უბანი, რომელიც თბილისის მწვანე ოაზისად იქცა - Marao

დიღომი 8 – უბანი, რომელიც თბილისის მწვანე ოაზისად იქცა

2025-07-02 12:03:52+04:00

თბილისში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც სიმშვიდე, კომფორტი და ელეგანტური არქიტექტურა ჰარმონიულად ერთიანდება. დიღომი 8 სწორედ ასეთი უბანია — თბილისის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოქცეული სიმწვანეში ჩაფლული სივრცე, რომელიც უკვე წლებია იზიდავს მათ, ვინც ცხოვრების ხარისხს პირველ ადგილზე აყენებს.

დიღომი 8-ის ქუჩები სუფთა, მოწესრიგებული, მწვანე და თანაბრად განაშენიანებულია

აქ იგრძნობა სივრცე და სუფთა ჰაერი, არც მჭიდრო კორპუსები, არც ხმაური და არც მუდმივი საცობებია. უბანში ვილებისა და კერძო სახლების არქიტექტურა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ საერთო სტილსა და ელეგანტურობას ინარჩუნებს.

სახლიდან ნაბიჯის გადადგმაც კი საკმარისია, რომ ბუნებაში აღმოჩნდე, რაც დიღომი 8-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მთის ხედები, გამწვანება და მტკვართან სიახლოვე უბანს გამორჩეულობას სძენს და საცხოვრებლად სასიამოვნოს ხდის.

დიღომი 8-ში ფუნქციონირებს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“, რაც იმას ნიშნავს, რომ უბნის მაცხოვრებლებს ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი აქვთ, როგორც ყოველდღიური საჭიროებისთვის, ასევე გართობისა და დასვენებისთვის.

დიღომი 8 განსაკუთრებით მიმზიდველია ოჯახებისთვის, რადგან ახლომდებარე სკოლები, საბავშვო ბაღები და სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე მწვანე ეზოები და უსაფრთხო გარემო იდეალურ სივრცეს ქმნის ბავშვებისთვის. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მშობლებს ეხმარება შვილები უსაფრთხო გარემოში გაზარდონ და ყველა თანამედროვე სერვისზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა. 

სწორი არქიტექტურული განვითარება, სიმშვიდე, წესრიგი და ყველა საჭირო ობიექტთან სიახლოვე უბანს ქალაქის საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად აქცევს.