"ჩემი პირადი მზე 2 წლის წინ დაიბადა" - როგორ აღნიშნეს პატარა დაჩი იოსელიანის დაბადების დღე - Marao

"ჩემი პირადი მზე 2 წლის წინ დაიბადა" - როგორ აღნიშნეს პატარა დაჩი იოსელიანის დაბადების დღე

2025-07-02 12:10:24+04:00

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა. 

  • „2015 წელს გავიკეტე მანდილი და მას შემდეგ არ მომიხსნია. ყველას უკვირდა… გავა დრო და გადაიფიქრებსო"

„მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ. მთავარი დიასახლისი ჩემი დედამთილია. დიდ ოტიას ძალიან სწორი მიმართულება ჰქონდა. ჩემი იდეები მწერლის და მისი ოჯახის იდეებთან თანხვედრაში იყო, ამიტომ მათთვის ნაბიჯის შეწყობა არ გამიჭირდა", - ამბობდა ნუცა ცისკარიშვილი.

nuca

ნუცა ცისკარიშვილის ოჯახი 

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ორასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს.

  • "ხომ არის მომენტი, რომ ფოტოებს უყურებ და არ გჯერა, რომ შენს თავს ხდება…" - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახურ კადრებს აზიარებს 

ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ. ეს წყვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია.

სასწაული ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრებაში 

"მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა მაქვს სამ­ყა­როს მი­მართ. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა. თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, არა­ვის ეცა­ლა ანა­ლი­ზე­ბის­თვის, კლი­ნი­კე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. ბევ­რს ვცდი­ლობ­დით, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, არც ტა­ძა­რი დაგ­ვი­ტო­ვე­ბია და არც მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი.

ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ყვე­ლა ქალს ვე­ტყვი, ვინც ამ გზას გა­დის, რომ მთა­ვა­რია არ და­ნებ­დნენ ოდეს­ღაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუდ სიზ­მრად გა­ახ­სენ­დე­ბათ. მე და ოტი­ამ თუ სად­მე მად­ლი­ა­ნი ად­გი­ლი ვი­ცო­დით, ვცდი­ლობ­დით წავ­სუ­ლი­ყა­ვით და მოგ­ვე­ლო­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რა თქმა უნდა, ვმკურ­ნა­ლობ­დით", - ამბობდა ნუცა ცისკარიშვილი. 

ახლა წყვილი პატარა დაჩის მეორე დაბადების დღეს აღნიშნავს: "ჩემი პირადი მზე 2 წლის წინ დაიბადა", - წერს ნუცა და უსაყვარლესი დაჩის კადრებს გვიზიარებს.