რა ხდება, როცა წიგნებს არ სძინავთ? – რატომ უნდა დაესწრო „პალიტრა L-ის“ ღამეს „ბიბლუსში“ - Marao

რა ხდება, როცა წიგნებს არ სძინავთ? – რატომ უნდა დაესწრო „პალიტრა L-ის“ ღამეს „ბიბლუსში“

2025-07-02 15:59:57+04:00

საგამოძიებო ინსტინქტები ჩართე, ყურადღება მოიკრიბე, ხელში მოიმარჯვე ფურცელი და ფანქარი და გადაეშვი იმ სამყაროში, სადაც ყველაზე ღრმა საიდუმლოებებიც კი დღის შუქზე ვერ ჩნდებიან...

3 ივლისს, მხოლოდ ორი საათით, 22:00 საათიდან 00:00 საათამდე, „ბიბლუსის“ კანდელაკის #7 ფილიალი ნამდვილი ლიტერატურულ თავგადასავლების სივრცედ გადაიქცევა. 

„პალიტრა L-ის“ ღამე „ბიბლუსში“ -  დეტექტივის, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის წიგნების მოყვარულებისთვისაა. აქ დაგხვდებათ გემრიელი კოქტეილები, დეტექტივის, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები ფასდაკლებით, სხვადასხვა თემატური სიურპრიზები და თამაშები, და ვინ იცის, იქნებ თავად ერკიულ პუაროსაც კი გადაეყარო და მას საქმის გამოძიების გახსნაშიც დაეხმარო... 

დეტექტივები - ზაფხულის ღამე იდეალურია გამოძიებისთვის, მოულოდნელი სიურპრიზებისა და ეშმაკური სიუჟეტებისთვის. თუ გიყვარს ჭეშმარიტების ძიება, გელოდება აგათა კრისტის კლასიკა —   „შუა ზაფხულის საიდუმლოება“, რომელიც ლიმიტირებულად მხოლოდ ამ საღამოს იქნება ხელმისაწვდომი. მას სპეციალურ ფასად, მხოლოდ 9 ლარად შეიძენთ!

 tetri_magnolia

საშინელებათა ჟანრი - გაბედავ წამოხვიდე გვიან ღამით ბიბლუსში, სადაც წიგნები ჩურჩულებენ? აირჩიე რამე, რაც დაგძაბავს, დაგაფიქრებს და გულს ცოტათი მაინც აგიჩქარებს.

თრილერი - შენ შეგიძლია გახდე მთავარი გმირი. არ აქვს მნიშვნელობა, იწყებ გამოძიებას ნიუ-იორკში, პარიზში თუ სადმე სოფელში... აიღე წიგნი და დაელოდე სიუჟეტის გარდატეხას. 

 tolkini

 სპეციალური ფასდაკლებები ბიბლუსის ღამით:

biblusi

  • პირველი შენაძენი — 20%
  • მეორე შენაძენი — 30%
  • მესამე და ყოველი მომდევნო — 40%

მისამართი: კანდელაკის #7

დრო: 3 ივლისი, 22:00–00:00

არ გამოტოვო! მოდი, გამოიძიე და იპოვე ახალი საკითხავი. შეაბიჯე ღამეში, სადაც ყველაფერს სძინავს — წიგნის გარდა.  

R