ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ქალები ყოველდღიურად ამტკიცებენ. ქალს შეუძლია იყოს წარმატებული, ელეგანტური, ჰყავდეს ოჯახი და, ამასთან ერთად, ცდილობდეს, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს.
ამ სტატიაში სწორედ წარმატებული ქალების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც 40 წელს გადააბიჯეს და კვლავ თინეიჯერებივით გამოიყურებიან. ქვემოთ ნახავთ 5 ქართველი და 5 - უცხოელი ქალის მაგალითს და შეძლებთ შეადაროთ, როგორია მიდგომა თავის მოვლისა და სილამაზისადმი ჩვენთან და - საზღვარგარეთ.
ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.
ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადრებას აქცევს. ლიკა ინტერვიუში ახსენებს, რომ ვარჯიშობს და მუდმივად ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს. "თავის მოვლასთან დაკავშირებით სულ ვცდილობ კონტროლის დაწესებას. ვარჯიში კვირაშ რამდენიმე დღე, ძილის რეჟიმის შენარჩუნება, ადრე ვიძინებ, ადრე ვიღვიძებ, კვება, სწორად შერჩეული თავის მოვლის რუტინა სეზონის მიხედვით" - ამბობს ლიკა ფორტუნასთან ინტერვიუში.
შარლზ ტერონმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმში Monster (2003), სადაც მან აიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის. შარლიზ ტერონი უკვე წლებია, რაც ბრენდი Dior-ის ელჩია. 2004 წლიდან ის სუნამო J’Adore-ის სახეა, ხოლო 2025 წელს გახდა Dior-ის კანის მოვლის ხაზის Capture-ის სახე . მისი სილამაზის რუტინა მოიცავს ბუნებრივ პროდუქტებსა და მინიმალისტურ მიდგომას.
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ჯულია რობერტსი, წლებია ინარჩუნებს არა მხოლოდ კინოსამყაროში განსაკუთრებულ ადგილს, არამედ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ქალმა ბუნებრივად და გონივრულად იზრუნოს საკუთარ თავზე.
ჯულია არ ენდობა კომპლექსურ პროცედურებსა და ათეულობით კოსმეტიკურ საშუალებას. მას ურჩევნია ბუნებრივობა. რობერტსი არასდროს წვება მაკიაჟით. მისთვის ღამის ჰიგიენა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ძილი. რობერტსი რეგულარულად ვარჯიშობს - პილატესი, იოგა და გასეირნება მისი ცხოვრების ნაწილია.
ის არ გამოირჩევა მკაცრი დიეტებით. მიირთმევს ყველაფერს, განსაკუთრებით ბოსტნეულსა და ცილებს.
ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს.
მოდელი ლიკა შენგელია "იმედის დილაში" თავის მოვლაზე, მრავალშვილიან ოჯახსა და შვილიშვილებზე საუბრობს:
"ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. დღეში 3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს ვერიდები. შვილიშვილების მიმართ განსხვავებული გრძნობა არ მაქვს - ყველა შვილივითაა. პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა,მაშინ ჩემი უმცროსი შვილი 1 წლის იყო. არასდროს მიფიქრია, რომ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ახლახან მეოთხე შვილიშვილი შემეძინა." - ამბობს ლიკა შენგელია.
მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
თაკომ თავის პირად გვერდზე დაწერა რომ სახის კანს სხვადასხვა საშუალებით უვლის, მათ შორის, იტარებს პილინგს, მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას. გარდა ამისა, ნიღბებს სახლის პირობებშიც იკეთებს. სპეციალურ პროცედურებს იტარებს თმის სიჯანსაღისთვისაც. კითხვას, იღებს თუ არა რაიმე ვიტამინს, თაკო პასუხობს, რომ ექიმის გარეშე დანამატების მიღება სასურველი არ არის.
ვიქტორიას სეკრეტის ყველაზე ცნობილი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, რჩება არა მხოლოდ მოდის სიმბოლოდ, არამედ აქტიური ცხოვრებისა და თავდაუზოგავი შრომის. მისი თავის მოვლის ფილოსოფია მარტივია. ადრიანა არასდროს იძნებს მაკიაჟით და ცდილობს გადაღებები თუ არ აქვს არ გამოიყენოს ის. ყოველდღიურად იტენიანებს კანს. ცდილობს იკვებოს კანსაღად, იღებს ცილებს და ნახშირწყლებს, ამასთან დაკავებულია ვარჯიშით დადის ბოქსზე და ტრენაჟორებზე.
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის ხშირად აქვეყნებს როგორც ოჯახურ, ისე პირად ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად უზიარებს.
ლელა მებურიშვილი ქალებს ურჩევს, ზუსტად გაიგონ, რა ტიპის კანი აქვთ და შესაბამისად მოუარონ მას. თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახის საფუძვლიანად გასუფთავებასა და დატენიანებას. ასევე, როგორც თავად განმარტავს, ყოველთვის იყენებს მზისგან დამცავს: „პროცედურებს დადებითად ვუყურებ, თუკი კარგი სპეციალისტი გააკეთებს მათ... გამიკეთებია ინიექციური და აპარატურული პროცედურები, ბიორევიტალიზაციასაც მივმართავ, თუმცა ხშირად არა. ვფიქრობ, ეს პროცედურები ძალიან კარგად უწყობს ხელს დაბერების პროცესის შენელებას” - ამბობს ლელა.
„ნარგისთან“ ინტერვიუში ლელა მებურიშვილმა ცხოვრების წესსა და სტილზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ უპირატესობას ჯანსაღ და გემრიელ საკვებს ანიჭებს, თუმცა ვარჯიში მისთვის კომფორტსა და სიამოვნებასთან არ ასოცირდება.
ჯესიკა ალბა არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი, ასევე მეწარმე და “The Honest Company”-ს თანადამფუძნებელი იყო. მისი ეფექტური თავის მოვლის და ცხოვრების სტილი შთაგონების წყაროა უამრავი ადამიანისათვის.
დილა იწყება ამინომჟავებით მდიდარი ელექტროლიტური სასმელით, რაც კანის შიდა დატენიანებას უწყობს ხელს. ამასთან ალბა სისტმატიურ რეჟიმში ვარჯიშობს. დაკავებულია იოგითა და პილატესით.
პენელუპა კრუზი, მსახიობი, რომლისთვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია და კვლავ აოცებს მაყურებლს. პენელუპა ასაკის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება.
პენელუპასთვის ძილი მნიშვნალოვანია, ცდილობს ადრე დაიძნოს და ადრე გაიღვიძოს. ამასთან მიირთმევს ჯანსაღად. იღებს ცილებს და ნახშირწყლებს, ცდილობს არ მიიღოს შაქარი. ამასთან დაკავებულია იოგით და მედიტაციით. მისი თქმით მედიტაცია ეხმარება სულიერ სიმშვიდეში.