მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ: "თითქოს, ერთად ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა შვილმა..." - Marao

მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ: "თითქოს, ერთად ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა შვილმა..."

2025-07-03 10:38:20+04:00

"ჩემს შვილს ძალიან უყვარდა მურაკამი. მურაკამი ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი მწერალი, თუმცა ნუცას საყვარელ წიგნში "კაფკა პლაჟზე", ნახსენებია, როცა ქარიშხალი ჩადგება, მაშინ მიხვდები, ვინ ხარ და სწორედ ეს არის ქარიშხლის აზრი. გამიჭირდა ამ წიგნთან მისვლა, იმიტომ რომ ნუცას უყვარდა. სადღაც ერთი წლის წინ ავიღე ხელში და წავიკითხე თავიდან, თითქოს, ერთად ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა შვილმა და ესაა სწორედ ქარიშხლის აზრი, უფრო და უფრო  უნდა გაუძლო და ვინც გაუძლებს ის გადარჩება" - ამბობს მაია ასათიანი საშა კაცმანთან პოდკასტში.

  • "მე და ბადრის გაცნობის ძვირფასი ისტორია გვაქვს..." - მაია ასათიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს 

მაია ასათიანი

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. 

მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში იგი აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო ჟურნალისტიკაში. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

maia_asatiani

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. 

  • "ისევ დავფრინავ! წინ დიდი თავგადასავალია" - მაია ასათიანის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება 

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "მთავარია მიზანი დაისახო და შრომა არ დაგეზაროს" - მაია ასათიანის საოცარი ტრანსფორმაცია 

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.