ორი განსხვავებული თაობა - სამი ელეგანტური ქალი: ლიკა კვარაცხელიას უმშვენიერესი გოგოები - Marao

ორი განსხვავებული თაობა - სამი ელეგანტური ქალი: ლიკა კვარაცხელიას უმშვენიერესი გოგოები

2025-07-03 13:35:03+04:00

ლიკა კვარაცხელია შვილებთან ანა და ელენე შელიებთან გადაღებულ ფოტოებს უზიარებს გამომწერებს. ფოტოებმა მალევე დაიმსახურა საზოგადოების მოწონება.

lika_kvaracxelia

lika_kvaracxelia

lika_kvaracxelia

  • "საოცრად ნაზია შიგნიდან და ხრაშუნა შოკოლადის გარსითაა გაფორმებული" - ხაჭოს პასკის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან 

ლიკა კვარაცხელია

ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.

ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადრებას აქცევს.

  • სეზონური, ძალიან სასარგებლო და უმარტივესი: ლიკა კვარაცხელიას მწვანე ტყემლის რეცეპტი 

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით". 

ანა შელია

ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.

  • მშვენიერი ანა შელიას რჩევები და გამოცდილება ქალებს: როგორ ვიზრუნოთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობა ზე 

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს თბილისში დაიბადა. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ კი ასევე ფრანგულ „ბეზიერსში“ გადაბარგდა.ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ 2019 იქორწინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომრისა და ცნობილი მოდელის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა.