ორი შვილის დედა - უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი: როგორია მომღერლის თავის მოვლისა და სილამაზის რჩევები - Marao

ორი შვილის დედა - უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი: როგორია მომღერლის თავის მოვლისა და სილამაზის რჩევები

2025-07-03 15:02:48+04:00

მომღერალი მარიამ როინიშვლი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მშობიარობიდან ერთი თვის თავზე მარიამ როინიშვილი პროფესიას დაუბრუნდა - ის ბოლო დროს აქტიურადაა დაკავებული მიუზიკლებში. ამ ყველაფრის მიუხედავად მარიამი შესანიშნავ ფორმაშია. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახის კადრებს. 

როგორ მოახერხა მარიამ როინიშვილმა მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, ამის შესახებ გამოცდილებას საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს. "მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა. უბრალოდ შევისწავლე საკუთარი ორგანიზმი და ვხვდებოდი, რა მმატებდა წონას და ვამცირებდი მის რაოდენობას"- ამბობს მარიამი. 

mariam_roinishvili

  • "ჩემი ორი ულამაზესი ქალბატონი" - ვახო კანდელაკი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

მარიამი ხშირად უჩიოდა წონის პრობლებას. 

"„გარდატეხის ასაკიდან დაიწყო ჩემი წონის პრობლემები. პერიოდულად ვებრძოდი. თავს იმ წონაში კომფორტულად არ ვგრძნობდი. ხაზი მინდა გავუსვა, როცა მეუბნებოდნენ, ძალიან გასუქებულხარო, არ მსიამოვნებდა. ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული წლები, 30 წლის მერე რაღაცები შემეცვალა. ჩემი სხეული შეიცვალა, სხვანაირად პასუხობს სხვადასხვა საკვებს. ჩემი ორგანიზმი გაჰყვა იმას, რა კვებასაც დღეს მივმართავ. არაფერს ვიკლებ საერთოდ, არც ნაყინს, არც შაქარს, არც მარილს. უმარილო საჭმელი ჩემთვის უგემურია და პირდაპირ ხასიათში გადამდის. საღამოს დაძინებამდე ოთხი საათით ადრე არაფერს ვიღებ… ძილის წინ წყალსაც არ ვიღებ, უზმოზე კი. გამონაკლისები არსებობს, თუკი სადმე მივდივარ…“ - ამბობს მარიამი გადაცემა "შუადღეში" 

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი 

მარიამ როინიშვილის ცხოვრება და კარიერა

მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში დაა მარიამს ეს სამყარო სწორედ დედამ შეაყვარა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მარიამს აქტიური მუსიკალური კარიერა ჰქონდა - ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა წარმოდგენასა თუ კონცერტში. 

  • "კოკო და მარიამი" - მარიამ როინიშვილი ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს 

2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული როლია ველმა წარმოდგენაში "ჩიკაგოში". მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. ასევე გამორჩეულია მის მიერ შესრულებული ვარდო მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდები".

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთია დაინტერესებული და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.