ეკა ამირეჯიბი, განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და პიანისტია, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიაში აღმოჩნდა და ტელეწამყვანის ამპლუაში არაერთი წელი გაატარა.
ცოტა ხნის წინ ეკამ ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და გულშემატკივრებს გული დასწყვიტა, თუმცა მან ახალი ამპლუა რადიოში მოირგო. ახლა კი კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს აანონსებს: "About Me, Myself and I" - ამ წარწერით ის მონაკვეთებს ვიდეოდან აქვეყნებს, სადაც საკუთარი გამოცდილებისა და სამსახიობო ოსტატობის შესახებ საუბრობს:
„ამ დროს რაღაც უცნაურად ვიფიქრე, რომ გონების დაკარგვა და ძალით ტკივილის შეგრძნება რაღაც საოცრება იყო მსახიობობაში, და ჩემთვის ეს იყო – ოჰ, ღმერთო, რა იქნებოდა, თუ მეც შევძლებდი ასეთ რაღაცას? და მე სულ იატაკზე ვიწექი“ - ამბობს ეკა ვიდეოში. რას გულისხმობს და რა სიახლეებს უმზადებს ის მაყურებელს, ამას ცოტა ხანში, სრული ვიდეოდან გავიგებთ.
"სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან სკოლა რომ დაამთავრა, მეშვიდე კლასში ვიყავი და ეს ჩემთვის ტრაგედიად მეჩვენებოდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგაც იყო ერთი-ორი, მაგრამ გაგრძელება რატომღაც არ მოჰყოლია. თავიდან რაღაც ტალღაა, რომელიც თუ არ გაღვივდა და თუ ერთი რაღაც არ მოგეწონა – უხეშად რომ ვთქვათ, „გაგიტყდა“, ის ტალღა გადაივლის. მაშინ ჯობია იქვე დაამთავრო ის ურთიერთობა. წამო ყავა დავლიოთ – სულ ამ ეტაპზე ხომ არ დატოვებ?! აღარ გინდა ყავა" - იხსენებდა ეკა ადრეული წლების შესახებ.
ეკა ამირეჯიბი 2014 წელს დაოჯახდა. მისი მეუღლე გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი, უცნობია.
"ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობდა ის.
ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჩემ გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემ გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემ გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემ გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.