დღეს დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ვიქტორია ბექჰემზე ქორწინების 26 წლის იუბილეს მიუძღვნა:
"26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიპასუხე – დიახ. გილოცავ ქორწინების იუბილეს და მადლობა, რომ მაჩუქე ჩვენი მშვენიერი შვილები და ერთად ავაშენეთ ის ცხოვრება, რაც გვაქვს. მიყვარხარ, ლედი ბექჰემ," – წერს დევიდ ბექჰემი და განვლილ წლებს ძველი ფოტოებით იხსენებს.





დევიდ ბექჰემი
ბექჰემის კარიერა დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედში“, 17 წლის ასაკში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1995 წელს შედგა. პირველივე სეზონში პოლ სქოულზთან, ფილ და გარი ნევილებთან და ნიკი ბატთან ერთად თავი დაიმკვიდრა ძირითად გუნდში. 1996–97 წლების სეზონში პირველივე მატჩში „უიმბლდონის“ წინააღმდეგ თავი გოლით გამოიჩინა.
2001 წელს ის მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2002 წელს კი უეფას თასის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
2003 წლის ზაფხულში ბეკჰემი 24,5 მილიონ ფუნტად „რეალ მადრიდში“ გადავიდა. მადრიდში მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა 2007 წელს. ამავე წლის ზაფხულის დასაწყისში მან „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ დადო კონტრაქტი. ამერიკაში ფეხბურთის თამაშის შემდეგ ბეკჰემი კვლავ ევროპას დაუბრუნდა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ დაასრულა. ის ფრანგულ კლუბს 2013 წლის იანვარში სეზონის ბოლომდე შეუერთდა და დაეხმარა მოეპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 19 წლიანი შესვენების შემდგომ.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები
1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.
„პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ, რადგან არავისთვის იყო ცნობილი, რომ ერთად ვიყავით. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიყვარდა საწყისი პერიოდი, რადგან ყველასგან უჩუმრად შეგვეძლო სიარული, მაქსიმალურად ვცდილობდით დრო ერთად გაგვეტარებინა. ჩვენი პირველი კოცნა რესტორნის ავტოსადგომზე იყო, ეს ჩვენი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი გახლდათ“, − განაცხადა დევიდ ბექჰემმა.
1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. „იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, − განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი, ბრუკლინი, რომეო, კრუსი და ჰარპერ სევენი ჰყავთ.