ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში - Marao

ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში

2025-07-23 13:36:18+04:00

„მის საქართველო“ მხოლოდ სილამაზის კონკურსი არ არის -ეს არის სცენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აჩენს ახალ სახეებს. პირველი კონკურსი 1994 წელს გაიმართა და მაშინ ჯერ კიდევ უცხო მოვლენად ითვლებოდა.

მაშინდელი კონკურსანტები მხოლოდ გარეგნობით კი არ გამოირჩეოდნენ, არამედ საკუთარი ღირებულებებითაც. მაგალითად, ლედი ხვინგია, პირველი მის საქართველო, პრიზის ნახევარს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ფონდში რიცხავდა. წლების განმავლობაში ტიტულის მფლობელები აქტიურად აფართოებდნენ თავიანთ ჩარჩოებს: მოდელობიდან ტელეწამყვანობამდე, ჟურნალისტიკიდან ბიზნესამდე და, რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაშიც საზოგადოებრივი ინტერესის საგნად იქცეოდნენ.

  • "მწვერვალებს იპყრობს" - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი გამოსვლა JACQUEMUS-ის ჩვენებაზე 

ლედი ხვინგია

პირველი მის საქართველო 1994 წელს ჩატარდა და გაიმარჯვა ლედი ხვინგიამ. ლედი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მაშინ მსგავსი ტიპის სილამაზის კონკურსები საზოგადოებისთვის უცხო იყო და მისი მთავარ მხარდამჭერი დედა გახლდათ.

"მაშინ, როცა მე ვმონაწილეობდი, საქართველოში სილამაზის კონკურსები ახალი ხილი იყო, დედის სახით კარგი მხარდამჭერი მყავდა. განსხვავებით ახლანდელი კონკურსებისა, მაშინ ჩვენი მოსაგვარებელი იყო კოსტიუმები, მაკიაჟი, ვარცხნილობა.

კაბებს მხოლოდ მე და დედა ვარჩევდით გარდერობიდან. 1993 წელს პრიზებით განებივრებული არ ვიყავი. 20 000 კუპონი გადმომცეს, მაგრამ თანხის ნახევარი აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ფონდში გადავრიცხე", - ამბობს ლედი.

ledi_khvingia

  • "ზაფხულის ოდისეა" - მატილდა გვარლიანი Louis Vuitton-ის ახალ კამპანიაში 

ირინა ონაშვილი

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად. ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

irina_onashvili

თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა. 

თამთამ მეორედ  ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა. თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი წყვილი კიდევ ერთი შვილის მოლოდინშია.

tamta_shedania

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე.2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ელი ჰყავთ.

janet_kerdiyoshvili

ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

დღეს ნინი დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში. 

nini_gogicha

ნია წივწივაძე

ნია წივწივაძე 1993 წელს დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი გახლდათ, რა დროსაც ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა და ცურვა. 24 წლის ასაკში ნია „მის საქართველო 2017“ გახდა. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური არ არის, ნია სპორტის დიდი გულშემატკივარია.

ნიას მეუღლე  ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან. 

  • "როდესაც ტყუპებზე ორსულობა გავიგე თავიდანვე შიში მქონდა" - რას წერს მოდელი ნია წივწივაძე 

nia_tsivtsivadze

ნუკა ყარალაშვილი

ნუკა ყარალაშვილს არაერთი წელია, რაც საზოგადოება კარგად იცნობს, მან „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა და ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა. 

„მის საქართველოს“ გვირგვინი ნუკას ბავშვობის ოცნება იყო. კონკურსში პირველად ჩვიდმეტი წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. 

ნუკას ყოფილი ქმარი ზაზა ტყეშელაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა.

ნუკა ყა­რა­ლაშ­ვილ­მა და ზაზა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა ჯვა­რი ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რეს, სა­დაც უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი და მეჯ­ვა­რე­ე­ბი ახ­ლდათ. ნუ­კას ჯვრის­წე­რა­ზე  თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. .წყვილ­მა ჯვრის­წე­რა ვიწ­რო წრე­ში აღ­ნიშ­ნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნუკა მეუღლეს დაშორდა, თუმცა წყვილს ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია და არც ინფორმაცია დაუდასტურებია. 

nuka_karalashvili