საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვილიშვილების ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით "პირველი განდაგანა". პატარები ფრანგი რეპერის Gims-ის განდაგანაზე ცეკვავენ. სალომეს ორი შვილიშვილი მარიამი და გაბრიელი ჰყავს.
სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.
2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
2018 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა ამჯერადაც დამოუკიდებლად, უპარტიოდ წარადგინა, თუმცა კვლავ მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნები მან მე-2 ტურში საბოლოოდ მოიგო და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა.
მას პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ.
მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით დასრულდა. ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24"-ში, სპორტულ ჟურნალისტად.