დიდი ეპოქის დასასრული: 43 წლის რევოლუციონერის განვლილი გზა Balenciaga-ში და ბოლო კოლექცია - Marao

დიდი ეპოქის დასასრული: 43 წლის რევოლუციონერის განვლილი გზა Balenciaga-ში და ბოლო კოლექცია

2025-07-09 11:49:51+04:00

დემნა გვასალია Balenciaga-სთვის მუშაობას ასრულებს - მან ბოლო შოუ 9 ივლისს გამართა. ამ შოუსთან ერთად, დემნამ და Balenciaga-მ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ეპოქა დაასრულეს. 

ჩვენებაზე ისეთი ცნობილი ადაინები იმყოფებოდენენ, როგორებიცაა: კიმ კრდაშიანი, ქარდი ბი, ნაომი ქემბელი, ქეთი პერი თუ სხვა.

kim-kardashiani

naomi

  • "დემნა, აქ ხარ?" - GUCCI-ის "ჟელეს ჩანთა" და ლეგენდარული მოდელის ახალი სიცოცხლე

დემნა და Balenciaga

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და მას შემდეგ დაიწყო დიზაინის ახალი ხედვის დანერგვა. მის კოლექციებში ხშირად იყო გამოყენებული აბსტრაქტული ფორმები, რაც ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა და ამის გამო დემნა კრიტიკის ობიექტიც ხშირად ხდებოდა. 

ქართველი დიზაინერის ნამუშევრებს ერთდროულად იწონებდნენ და იწუნებდნენ, მაგრამ ფაქტი ერთი იყო - დემნა ქმნიდა რაღა ახალს, ახალ სტილს, ახალ მიმდინარეობას. მისმა ხედვამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და გახდა "პრესტიჟული" - Balenciaga-ს ტარება ერთგვარ განცხადებად იქცა. 

დემნამ ხაზი გაუსვა მოდასა და მასობრივ კულტურას შორის კავშირის მნიშვნელობას. ის არ ერიდებოდა თავისი კოლექციების კრეატიულ ინტერპრეტაციაში რეალური ცხოვრების ელემენტების შემოტანას. ამის მაგალითია „oversized“ მაისურები, სპორტული ფეხსაცმელი, შარფები და ტანსაცმლის სიმარტივე, რომელიც მაღალი მოდის კრიტერიუმით ხშირად ვერ შეფასდებოდა.

  • დემნა გვასალიას 5 გამორჩეული კაბა 

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილი, რომელსაც დემნამ Balenciaga-ში შეიტანა, იყო ტანსაცმლის „დანგრევა“. ქურთუკები, პალტოები და სხვა ტექსტილი ხშირად ჰქონდათ უსწორმასწორო ზომის, სიმეტრია ხშირად იყო დარღვეული თუმცა ტანამედროვე მოდის სტილი მალევე გახდა. 

დემნამ პოპულარული მემეებისა და სოციალური მედიის ტრენდების გავლენა საკუთარი გონებიდან სამოსზე გადაიტანა. მისი ზოგიერთი  დიზაინი შეურაცხმყოფელიც კი იყო, მაგრამ სწორედ ამით მიიზიდა აუდიტორია. Balenciaga-ს ფეხსაცმელი, მაგალითად, "Triple S", ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. 

triple s

2021 წლის "მეთ გალას" წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსით რამდენიმე სელებრითი გამოჩნდა. მათ შორის იყო კიმ კარდაშიანი, რომელიც დემნა გვასალიასთან ერთად იმყოფებოდა. არაორდინალურმა სამოსმა მალევე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.

demna_kimi

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კოლექცია მკაცრ კრიტიკას იმსახურებდა, დემნა მაინც განიხილებოდა, როგორც მოდის რევოლუციონერი.

დემნა გვასალიას ბიოგრაფია

დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

  • ცოცხალი ლეგენდა - დემნა: დემნა გვასალია 43 წლისაა: დევნილობა, მუქარა ოჯახის წევრებისგან, თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მსოფლიო აღიარება - ქართველი დიზაინერის ცხოვრების საინტერესო მომენტები 

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.

„პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში 90 პორტფოლიო გავგზავნე და არ ამიყვანეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი სოციალური ხალხთან ურთიერთობაში, არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy”, რომელიც მოდის კვირეულებზე დადის.

ბოლოს გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო Margiela -ში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი, როგორც ეკონომისტის, ტვინის დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე - პორტფოლიო უნდა გახსნან, შეფუთვა არის მნიშვნელოვანი. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. ასე მივიქციე მათი ყურადღება.

დამირეკეს და მითხრეს: „შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?“

3 თვის მანძილზე პარიზში, მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ პარიზში ჩემთვის კარი გაიღო.“

დემნა გვასალიამ  Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ აქედან, "მარჯიელაში" დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წლის მანძილზე იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M&Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

ახლა Vetements-ის კრეატიული დირექტორი დემნას ძმა, დიზაინერი გურამ გვასალიაა. მთელი მსოფლიო და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც, მოუთმენლად ველოდებით დემნა გვასალიას Gucci-ში. 43 წლის დიზაინერი, რომელმაც გვარის გამოყენება ოფიციალურად 2021 წელს შეწყვიტა, პირველ შოუს Gucci-ისთვის მილანის მოდის კვირეულზე სექტემბერში გამართავს და გაზაფხული/ზაფხულის 2026 წლის კოლექციას წარადგენს.