ქართველი ქალები, რომლებმაც წონაში საგრძნობლად დაიკლეს – ცნობილი სახეების პირადი გამოცდილებები - Marao

ქართველი ქალები, რომლებმაც წონაში საგრძნობლად დაიკლეს – ცნობილი სახეების პირადი გამოცდილებები

2025-07-23 14:02:14+04:00

წონასთან ბრძოლა არაერთი ადამიანისთვის აქტუალური გამოწვევაა და გამონაკლისს არც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ. ზოგი ჯანსაღი კვებით და ფიზიკური აქტივობით აღწევს მიზნებს, ზოგი კი ბარიატრიულ ოპერაციას ირჩევს.მათ შორის არიან მარიამ გეგუჩაძე, ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ბარბარე სამხარაძე, თიკა ჯამბურია, მარიამ როინიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები. ქალებმა წონის კლება საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ნაწილად აქციეს.

  • ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება 

მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მარიამი აქტიურად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში, სადაც საკუთარი რუბრიკა ჰქონდა.

მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელშიც და გამომწერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ის დროდადრო სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც წერს.

მარიამმა ერთხელ გამომწერებს საკუთარი წონის კლების გამოცდილება გაუზიარა. როგორც ის აღნიშნავს, მის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური OMAD დიეტა აღმოჩნდა. ამ დიეტის დროს შესაძლებელია სასმელების დალევა, რომელიც არ შეიცავს შაქარს და კალორიებს, შესაბამისად, დასაშვებია წყალი, ჩაი ან თუნდაც ყავა.  ეს დიეტა  გულისხმობს დღეში მხოლოდ ერთი კერძის მირთმევას.

ეს დიეტა შემდეგნაირად მუშაობს: 24-საათიან პერიოდში მხოლოდ 1 საათიანი "კვების ფანჯარა" გაქვს. დანარჩენი 23 საათის მანძილზე არ იღებ კალორიებს (შეგიძლია დალიო წყალი, უშაქრო ყავა ან ჩაი), მაგალითად, თუ ჭამას იწყებ საღამოს 6 საათზე, 6-დან 7-მდე ივახშმებ, შემდეგ კი არ ჭამ 23 საათის განმავლობაში — მეორე დღემდე.

mariam_geguchadze

ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო. ინგას თქმით მან კუჭის ოპერაცია გაიკეთა.

„ბებიობის შემდეგ, მივხვდი რომ სიახლეები მჭირდებოდა, წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა”, – თქვა "ნანუკას შოუში" ინგა გრიგოლიამ.

„ორ თვე ნახევარში 15კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“ – თქვა ინგა გრიგოლიამ.

inga_grigolia

  • TOP 5 ქართველი ქალი, რომლებმაც სიყვარულის საპოვნელად რამდენჯერმე იქორწინეს 

ნანუკა ჟორჟოლიანი

ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.

ნანუკა წონის კლებასთან ერთად აქტიურად მიმართავს თავის მოვლის პროცედურებსაც. სასარგებლო რჩევებს, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ის გამომწერებსაც ხშირად უზიარებს. 

"მაშ ასე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა, რომ 29 კილო მაქვს დაკლებული... ათვლას ვიწყებ, როცა ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე... ეს წონა ბოლოს ვიყავი საბას გაჩენამდე... აღარ ავიწონები 1 წელი... რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, მთავარია, ჩვენ მოგვწონდეს საკუთარი თავები... სულაც არაა საჭირო გახდომა, საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული და თუ ამის ერთ-ერთი ხელსაწყო წონის კლებაცაა, მაშინ ოკ", - წერდა ნანუკა ბოლოს სოციალურ ქსელში.

nanuka_jorjoliani

ბარბარე სამხარაძე

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. 

ბარბარა სამხარაძეს არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. როგორც ბარბარე ამობს ერთ წელიწადში 56 კილოგრამი დაიკლო.

"პირველი ორი თვე, სასწორს არ გავკარებივარ. სხვების მაგალითზე, წესით, 30 კილო უნდა დამეკლო და 2 თვეში 15 კილო მქონდა დაკლებული. ამ შედარებით ნელა კლებამ ფსიქოლოგიური ზიანი მომაყენა. ვიფიქრე, რაღაცას არასწორად ვაკეთებ-მეთქი. 100-150 გრამს ვჭამდი, ეს რა არის და ამაზეც ვფიქრობდი, ზედმეტს ხომ არ ვჭამ-მეთქი. ორგანიზმი ისედაც შოკშია და ამას ემატება ფსიქოლოგიური მომენტი – ის თუ იკლებს, მე რატომ არ ვიკლებ. მინდოდა, უმოკლეს დროში უდიდესი შედეგი მქონოდა. ეს იმდენად მსტრესავდა, თითქოს ჰაერი არ ჩამდიოდა ორგანიზმში და ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს შევგუებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შედეგი საკმაოდ შესამჩნევი მაქვს, ისეთი, რომ მაკვირდებიან და ვერც მცნობენ. ფიქრობენ: ნეტავ ეს ბარბარაა თუ არაო. ვხუმრობ ხოლმე: ჩემმა წონამ, ჩემი ცნობადობაც თან წაიღო-მეთქი. ოპერაციიდან 1 წელში 56 კილო დავიკელი" - ამბობს ბარბარე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.

barbara_samkharadze

თიკა ჯამბურია 

თიკა აღნიშნავს, რომ ამჯერად 57 კილოს იწონის - "ყოველთვის ლამაზი ვიყავი... სილამაზე არ განისაზღვრება მხოლოდ კილოგრამებით...

"არ უნდა გეშინოდეს და ხშირად უნდა გარისკო. ახალი ინტერესები უნდა გაიჩინო და ერთ ადგილზე არასდროს გაჩერდე. სულ უნდა განვითარდე და აჰყვე ცხოვრების რიტმს. 

იცხოვრე ისე, რომ ისიამოვნო ყოველი წუთით. ნაკლებად იფიქრე, სხვა რას იფიქრებს შენს გადადგმულ ნაბიჯებზე! მთავარია, შენ გსიამოვნებდეს და მოგწონდეს. რა თქმა უნდა, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას არ ავნო" - წერდა თიკა ჯამბურია.

თიკამ გამომწერებს საკუთარი კვების რაციონი გაუზიარა. 

"ოთხ ცალ მოხარშულ კვერცხს და სუპს ვანაწილებ მთელ დღეზე. საღამოს, მაქსიმუმ 8 საათზე, ვჭამ ჩიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლების დროს აუცილებელია, მიიღოთ ბევრი წყალი", - წერდა თიკა. 

tika_jamburia

  • 40+ ვარსკვლავები საქართველოში და უცხოეთში: როგორ უვლიან თავს ჩვენს ქვეყანაში და საზღვრებს გარეთ 

მარიამ როინიშვილი

ცოტა ხნის წინ ქართველი მომღერალი, მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ვახო კანდელაკს, გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს.

როგორ მოახერხა მარიამ როინიშვილმა მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა: 

"ბევრი არ მომიმატია ორსულობის პერიოდში, თუმცა კიდევ დამრჩა რამდენიმე კილოგრამი დასაკლები".

"არც ელენეზე და არც კირაზე ბევრი არ მომიმატია. ხანდახან ვაკონტროლებდი კვებას, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებდი, რადგან არ შემიძლია უარის თქმა ნაყინზე და სწრაფ კვებაზე". 

"მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა. უბრალოდ შევისწავლე საკუთარი ორგანიზმი და ვხვდებოდი, რა მმატებდა წონას და ვამცირებდი მის რაოდენობას" - წერდა როინიშვილი საკუთარ გვერდზე.

mariam_roinishvili

იაკო ჭალაგანიძე

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი, "ინსტაგრამ" და "ტიკ-ტოკ" პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "სხვა" ადამიანებიც გაიცნო. სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტმომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო პანდემიის დროს 18-საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს. 

iako

თათია სულუაშვილი

თათია სულუაშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ტელევიზიაში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შეუქმნია. მისი პერსონაჟებისგან განსხვავებით, თათია უფრო ჩუმი და სერიოზულია - არ უყვარს პურადზე საუბარი და ინტერვიუებზეც იშვიათად თანხმდება, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩევებს ყოველთვის უზიარებს. მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა. თუმცა მან საბოლოოდ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. მან ბარიატრიულით 26 კგ დაიკლო.

tatia_suluashvili