უმშვენიერესი ანუკი ქორქიას იტალიური ვოიაჟი: კადრები ქალიშვილთან ერთად - Marao

უმშვენიერესი ანუკი ქორქიას იტალიური ვოიაჟი: კადრები ქალიშვილთან ერთად

2025-07-08 10:17:19+04:00

ცნობილი ტელესახე  ანუკი ქორქია ზაფხულის დღეებს ოჯახთან ერთად იტალიაში ატარებს. ის უკვე რამდენიმე დღეა რომში იმყოფება თავის შვილთან, ლიკასთან ერთად და სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს მოგზაურობსი კადრებს, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებს მის გამომწერებში.

anuki_korkia

  • 24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული "სუხიშვილების" გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი 

anuki_korkia

anuki_korkia

  • ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება 

ანუკი ქორქია

ანუკი პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა. 

კახასა და ანუკის პირველი შვილი, გიორგი, 2013 წელს შეეძინათ: "ჩემს მა­მამ­თილს ჰქვია გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მა­მის­გან ვერ ვან­სხვა­ვებ. თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და, ბავ­შვის­თვის მი­სი სა­ხე­ლი და­მერ­ქმი­ა. ჩე­მი და მე­უღ­ლის სურ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა და პა­ტა­რას ეს სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩი­ეთ. დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ფი­ლა დე­დო­ბა, სა­ოც­რად ძლი­ე­რი და დი­დი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი გრძნო­ბა­ა, რო­მე­ლიც თუ არ გა­ნი­ცა­დე, ვერ მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს. მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, შვი­ლის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უფე­რუ­ლი­ა" - ამბობდა მაშინ ანუკი. 

  • უყვარდა შოტლანდიური ვისკი და იღებდა ვიტამინი B12-ის ინექციებს ენერგიისთვის: ამბები იმ ქალის შესახებ, რომელიც ვერავინ დააჩოქა 

2019 წელს ანუკის გოგო შეეძინა, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას საპატივცემულოდ, ლიკა დაარქვეს. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი დედას, პატარა ლიკა კი მამას ჰგავს. ანუკი შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ოჯახი ხშირად მოგზაურობს, დროს ერთად მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.