20 წლის შემდეგ პირველად: ატირებული თიკა ფაცაცია, საოცარი ემოციები და დიდი სიახლე ტელეწამყვანის ცხოვრებაში - Marao

20 წლის შემდეგ პირველად: ატირებული თიკა ფაცაცია, საოცარი ემოციები და დიდი სიახლე ტელეწამყვანის ცხოვრებაში

2025-07-08 12:27:56+04:00

"კავეა სითი მოლში, მომღერლისა და ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერაზე, სახელწოდებით "ბედნიერების მჯერა" მომღერალი წელიწადზე მეტია მუშაობს. როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ხოლო ტექსტი თავად თიკას და ირინა სანიკიძეს ეკუთვნით. არანჟირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა.

სიმღერამ მალევე მოიპოვა მსმენელის მოწონება.

  • "ამ ვიდეოთი ვამხელ ამბებს, რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია ვამზადებთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

patsatsia

თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია 1981 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სიმღერა „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.

  • ქალის სამი ასაკი: როგორ უვლიან თავს ქართველი ცნობილი სახეები 

2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.

თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული. 

  • 40+ ყველაზე მოდური ქალები საქართველოში: ისინი ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია 

რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.