"უკვე18 წელი უშენოდ... ძალიან მაკლიხარ და მენატრები!" - ნინო სუხიშვილის წერილი მამის, თენგიზ სუხიშვილის შესახებ - Marao

"უკვე18 წელი უშენოდ... ძალიან მაკლიხარ და მენატრები!" - ნინო სუხიშვილის წერილი მამის, თენგიზ სუხიშვილის შესახებ

2025-07-08 11:34:35+04:00

"დღეს თენგიზის დაბადების დღეა, 87 წლის გახდებოდა, უკვე18 წელი უშენოდ. ძალიან მაკლიხარ და მენატრები!" - წერს ნინო სუხიშვილი პირად გვერდზე და მამასთან, თენგიზ სუხიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. 

nino_sukhishvili

  • 24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული "სუხიშვილების" გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი 

თენგიზ სუხიშვილი

ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი დირექტორი თენგიზ სუხიშვილი 1938 წლის 8 ივლის დაიბადა. თენგიზი ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟიშვილია. მან 1961 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან კი ანსამბლის ქორეოგრაფი. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში „სიმდი“, „ქაჯეთის აღება“, „ხონგა“, „ხევსურული“, „შეჯიბრი“ და სხვა.

  • 1 თაობა - 5 ულამაზესი ქალი:სუხიშვილების ყველაზე გამორჩეული სოლისტები და ამბები კულისებიდან 

ანსამბლი "სუხიშვილები"

ქორეოგრაფიული ანსამბლი "სუხიშვილები" 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი კონცერტი  1945 წლის 11 ივნისს გაიმართა. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს კი  „აკადემიურის“ სტატუსი მიენიჭა.  2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია. წელს "სუხიშვილები" 80 წლის გახდა.

  • "სუხიშვილების" გამორჩეული სახე სცენის მიღმა: პუსკა გამსახურდიას ოჯახი, კარიერა და ცხოვრება მნიშვნელოვანი სტატუსით 

ნინო სუხიშვილი

ნინო სუხიშვილი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია. 

ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";

მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".