ზაფხული, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანისთვის საყვარელი სეზონია, თავისი სირთულეებითაც გამოირჩევა.. მაღალი ტემპერატურა, ულტრაიისფერი სხივები, ოფლიანობა და გაღიზიანებული კანი - ეს ის საკითხებია, რომლებიც ზაფხულში ორგანიზმსა და გარეგნობას შეიძლება შეეხოს.
თუმცა სწორი რეჟიმითა და ელემენტარული თავის მოვლის რუტინით, შესაძლებელია თავი ჯანმრთელადაც და მოვლილადაც ვიგრძნოთ.

ზაფხულში წყალი ადამიანის მთავარი დამხმარეა
სიცხეში ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს ოფლის სახით, ამიტომ აუცილებელია მისი დროული შევსება:
- დალიე დღეში მინიმუმ 2–2.5 ლიტრი წყალი;
- მიირთვი სითხით მდიდარი ხილი – საზამთრო, კიტრი, ნესვი;
- ერიდე გაზიან და ზედმეტად ტკბილ სასმელებს – ისინი უფრო მეტად აშრობს სხეულს.
მზისგან დაცვა კანის უვნებლად შენარჩუნებისთვის აუცილებელია
მზე ზაფხულის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ჭარბი სხივები კანის დაზიანებას იწვევს:
- გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად, რეკომენდებულია ქუჩაში გასვლამდე 20 წუთით ადრე;
- ატარე ქუდი, მზის სათვალე და ღია, მსუბუქი ტანსაცმელი;
- მზეზე ყოფნის ყველაზე სახიფათო დროა 12:00-დან 16:00 საათამდე – ამ დროს უმჯობესია სახლში დარჩეთ ან მოერიდოთ მზეს;
მზეზე და ოფლზე რეაგირებს სახის კანი და საჭიროებს მსუბუქ, მაგრამ სისტემურ ზრუნვას:
- სახე დაიბანეთ დილასა და საღამოს;
- გამოიყენეთ მსუბუქი ტენიანობის კრემები;
- კვირაში 1–2-ჯერ გაიკეთეთ დამატენიანებელი ან დამამშვიდებელი ნიღბები;
- აირჩიეთ ნაკლები მაკიაჟი – მტვრიანი და ცხელი ამინდი კანს ადვილად ღლის.
ზაფხული თმას აშრობს და აზიანებს, ამიტომ ის მოვლას საჭიროებს:
- გამოიყენეთ დამცავი სპრეი ან ზეთი მზის გამოსხივებისგან დასაცავად;
- ზღვაზე ან აუზზე ყოფნის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა სასწრაფოდ;
- კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ღრმა დამატენიანებელი ნიღაბი;
- ეცადეთ ბუნებრივად გააშროთ თმა – არ გაახუროთ ფენით ან უთოთი.
მსუბუქი და სწორი კვება ზაფხულში დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებასა და ორგანიზმის სტაბილურობაში:
- მიირთვით ბევრი ბოსტნეული, მწვანილი და ხილი;
- შეამცირე ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღება;
- ჩაანაცვლე მძიმე სადილი ცოცხალი სალათით ან იოგურტით.
