თურქული სერიალები, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს - სიყვარულის, ძალაუფლებისა და ბრძოლის ისტორიები - Marao

TOP 5 თურქული სერიალი, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს - სიყვარულის, ძალაუფლებისა და ბრძოლის ისტორიები

2025-07-08 15:56:05+04:00

ბოლო წლებია, თურქული სერიალები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, როგორც მსოფლიოში ისე ქართველ მაყურებელშიც. მრავალფეროვანი სიუჟეტები, ემოციური დრამები, ძლიერი პერსონაჟები და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული წარმოება მათ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულ ტელეპროდუქტებად აქცევს.ქართველი მაყურებლისთვის კი ეს სერიალები ხშირად არამარტო გართობაა, არამედ ღრმა ემოციური კავშირიცაა, კულტურების თანხვედრა, ოჯახური ღირებულებებისა და სიყვარულის უნივერსალური ენის აღმოჩენა.

გთავაზობთ იმ ყველაზე გამორჩეული და რეიტინგული თურქული სერიალების მიმოხილვას, რომლებსაც ქართველი მაყურებელი ინტერესით აკვირდება. 

  • მსოფლიოში საუკეთესო მოდელის სტატუსი, ულამაზესი ცოლი და წარმატებული კარიერა - ბურაკ ოზჯივითის ცხოვრება ეკრანს მიღმა 

„Esaret“ - გამოსასყიდი

თურქული სატელევიზიო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მელოდრამა, „Esaret“ ( „გამოსასყიდი“), მაყურებელს უკვე სამი სეზონია უგზო-უკვლო შურისძიებას, მტკივნეულ სიყვარულს და კლასობრივი დაპირისპირების მძაფრ ისტორიებს სთავაზობს. 

სერიალის მთავარი გმირი, ორჰუნ დემირჰანლი – მდიდარი, მკაცრი მამაკაცია, რომელიც გადაწყვიტავს შური იძიოს დის მკვლელობაზე. ამ გზაზე ის ხვდება ჰირას, უბრალო, ღარიბ გოგონას, რომელიც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ჰირა, თავდაპირველად, ორჰუნის მხრიდან შურისძიების იარაღად იქცევა, ის იძულებულია მას ცოლად გაყვეს.

პერსონაჟებს შორის ნელ-ნელა ვითარდება ემოციები. მძაფრი დაპირისპირება და ფარული გრძნობები, თანდათანობით სიყვარულად გადაიქცევა.

 „Esaret“ გამოირჩევა მაღალ რეიტინგით. სერიალი განსაკუთრებით წარმატებულია თურქეთის ფარგლებს გარეთაც. თვალს ადევნებენ ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში. 

პირველი სეზონი 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს მესამე სეზონის გადაღება. 

gamosasyidi

"Emanet" - მემკვიდრეობა

თურქული სერიალი "Emanet" (მემკვიდრეობა) არის ემოციური დრამა, რომელიც აღწერს სიყვარულის გზას. 

ქართველი გულშემატკივრისთვის ეს სერიალიგანსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან მესამე სეზონში სერიალის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად ნანა სტამბოლიშილი მოგვევლინება. 

პირველი ორ სეზონში მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ; თუმცა, სეზონების 3–ში შეიცვალა სილას პერსონაჟი და ახალი გმირი – ნანა სტამბოლიშვილი გამოჩნდა.

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა სილა თურქოღლუმ გუნდთან უთანხმოების გამო შეწყვიტა სერიალში მონაწილეობის გაგრძელება.

 memkvidreoba

  • 4 ფილმი, რომელსაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე უნდა მიაქციოთ ყურადღება 

"Uzak Şehir" - შორეული ქალაქი

თურქული სერიალი "Uzak Şehir" (შორეული ქალაქი) მელოდრამაა, სადაც აღწერილია ოჯახური ტრადიციები, კულტურული კონფლიქტები და ძლიერი ქალის ბრძოლა. მთავარი სიუჟეტი ვითარდება კანადაში მცხოვრები ალია ალქბორას ირგვლივ.

ქალი, რომელიც წლების წინ თურქეთიდან კანადაში გაემგზავრა და იქ ოჯახი შექმნა, ქმრის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ იძულებულია შვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში, მარდინში დაბრუნდეს.

იქ ის ხვდება ქმრის ოჯახს - გავლენიან და ტრადიციულ ალქბორას კლანს, რომლებიც ბავშვის, პატარა იუფუს მემკვიდრეობად აღიქვამს და დედის უფლებებს ეჭვქვეშ აყენებს.

ალიას უწევს ბრძოლა როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად  შვილის დასაცავად, ღირსებისთვის, რომ არ დაკარგოს ის, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის.

 shoreuli_kalaki

„Sefirin Kızı“ - ელჩის ქალიშვილი

თურქული სერიალი „Sefirin Kızı“ (ელჩის ქალიშვილი) ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დრამატული პროექტია, რომელიც თურქულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა. სერიალი მაყურებელს სიყვარულის, ტკივილის, ბრძოლისა და თავდადების ისტორიას უყვება, სადაც მთავარი პერსონაჟების ბედი თითქოს მუდმივ გამოცდაშია.

ისტორია მოგვითხრობს უბრალო გლეხის შვილზე – სანჯარზე, და ელჩის ქალიშვილზე – ნარეზე. მათი სიყვარული ბავშვობიდან იწყება, თუმცა როდესაც ისინი საბოლოოდ გადაწყვეტენ ერთად ყოფნას, ქორწინების ღამეს ნარე უჩინარდება. მისი მოულოდნელი გაქრობა ღრმა ტრავმად რჩება სანჯარის ცხოვრებაში.

რამდენიმე წლის შემდეგ ნარე ბრუნდება – ამჯერად შვილთან ერთად. ის იძულებულია უკან დაბრუნდეს შვილის უსაფრთხოებისთვის. სწორედ აქ იწყება ახალი კონფლიქტი, დიდი სიყვარულის აღდგენა და ბრძოლა წარსულთან.

 elchis_kalishvili

  • ვინ არის თურქი ამომავალი ვარსკვლავი კავკასიური ფესვებით: მშვენიერი სი­ნემ უნ­სა­ლის საინტერესო ცხოვრება 

"Muhteşem Yüzyıl" - დიდებული საუკუნე

თურქული სერიალი "Muhteşem Yüzyıl" (დიდებული საუკუნე) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული ისტორიული დრამაა, რომელმაც მაყურებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოაჯადოვა. სერიალის მოქმედება ვითარდება ოსმალეთის იმპერიის „ოქროს ხანაში“, როდესაც ტახტზე სულეიმან I „დიდებული“ ავიდა. იმპერიამ პოლიტიკურად, სამხედრო კუთხით და კულტურულად უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

ისტორია იწყება 1520 წელს, როცა ახალგაზრდა სულთანი სულეიმანი ტახტზე ადის და იწყებს მმართველობას, რომელიც 46 წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სერიალი აჩვენებს იმპერიის შიგნით მიმდინარე ინტრიგებს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ჰარემის საიდუმლოებას და ერთი უცნაური სიყვარულის ისტორიას — სლავური წარმოშობის ჰიურემ სულთანსა და სულთან სულეიმანს შორის.

ჰიურემი, რომელიც პირველად იხსნება როგორც როქსოლანა, ტყვედ მოყვანილი გოგონაა, რომელიც ჰარემში იღებს ადგილს. თუმცა მალე ხდება სულთანის რჩეული, შემდეგ კი მისი მეუღლე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იმპერიის ისტორიაში.

 didebuli_saukune