მზის ულტრაიისფერი სხივები, მარილიანი წყალი, სიმშრალე - როგორ მოვუაროთ თმას ზაფხულის ცხელ დღეებში - Marao

მზის ულტრაიისფერი სხივები, მარილიანი წყალი, სიმშრალე - როგორ მოვუაროთ თმას ზაფხულის ცხელ დღეებში

2025-07-08 16:42:51+04:00

ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია - ვმოგზაურობთ, ვისვენებთ ზღვაზე, მზეზე ვირუჯებით და ხშირად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ თმის მოვლას. თუმცა სწორედ ეს სეზონია, როცა თმა ყველაზე მეტად ზიანდება. მზის ულტრაიისფერი სხივები, მარილიანი წყალი, ქარი და ოფლიანობა მნიშვნელოვნად აზიანებს თმის სტრუქტურას, იწვევს გამოშრობას, მოცულობის დაკარგვასა და ბზინვარების დაკარგვას.

  • როგორ დავიცვათ პრობლემური კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან

სწორად დაგეგმილი ზაფხულის რუტინა კი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი და ელასტიკური თმა მთელი სეზონის განმავლობაში.

tmis_movla

მზის სხივები აზიანებს არა მხოლოდ კანს, არამედ თმის სტრუქტურასაც. მზის მუდმივი ზემოქმედება იწვევს ფერის შეცვლას, სიმშრალეს და თმის მტვრევადობას. ეცადეთ, გამოიყენოთ თმისთვის განკუთვნილი სპრეი ან კრემი, რომელიც მზისგან იცავს. ატარეთ პანამა, შლაპა ან ქუდი. ზღვასა და აუზში ცურვის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ თმა - მარილიანი წყალი და ქლორი აშრობს თმას და აფუჭებს მის ბუნებრივ სტრუქტურას. ეს განსაკუთრებით აზიანებს შეღებილ და დათხელებულ თმას.

როგორ ავარჩიოთ შამპუნი სწორად?

აირჩიეთ შამპუნი და კონდიციონერი ჰიალურონის მჟავით, არგანის ზეთით ან ალოე ვერათი. გამოიყენეთ თმის ნიღბები კვირაში ერთხელ მაინც, მაგალითად: ქოქოსის ზეთით ან ავოკადოს ექსტრაქტით. 

  • თუ მბზინავი და გლუვი კანი გსურს - გაიგე, რომელი თიხის ნიღაბია შესაფერისი შენი კანისთვის 

აირიდეთ ცხელი ფენისა და უთოს ხშირი გამოყენება. მაღალი ტემპერატურა თმას კიდევ უფრო აშრობს. ზაფხულში თმას ისედაც ემატება გარემოს ზემოქმედება, ამიტომ უმჯობესია ბუნებრივად გაშრობა. თუ აუცილებელია ფენის ან უთოს გამოყენება, აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი სპრეი.სასურველია თმა ჰაერზე გაშრეს ყოველ მეორე დაბანაზე მაინც. 

tmis_movla_zafxulshi

როდის შევიჭრათ თმა?

ზაფხულში გახშირებული ზიანის გამო თმა ხშირად იწევს გაყოფისა და მტვრევისკენ. ამისთვის საჭიროა თმის ბოლოების მოჭრა. შეჭრა თვეში ერთხელ მაინც არის რეკომენდებული.

ზეთები ხელს უწყობს თმის ბზინვარებისა და სიმკვრივის აღდგენას. წაისვით კვირაში ერთხელ ქოქოსის, არგანის ან აბუსალათინის ზეთი. დატოვეთ 30–60 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.ზაფხულში მსუბუქი ზეთები უფრო მოსახერხებელია, უპირატესობა სპრეის ფორმის ზეთებს მიანიჭეთ.

  • მანიკიურის ტრენდები 2025: ზაფხულის ყველაზე მოდური ფერები 

თმის ჯანმრთელობა არ იწყება მხოლოდ გარედან. მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები – თევზი, ნიგოზი, ავოკადო, კვერცხი.დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი ყოველდღიურად (1.5–2 ლიტრი მაინც).