"ლეა მაკას ასლია - სულ უფრო ემსგავსება ბებიას" - ნანიკო კლდიაშვილი ქალიშვილის, ლეა ჟორდანიას ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ლეა მაკას ასლია - სულ უფრო ემსგავსება ბებიას" - ნანიკო კლდიაშვილი ქალიშვილის, ლეა ჟორდანიას ფოტოებს აქვეყნებს

2025-07-09 12:22:32+04:00

ნანიკო კლდიაშვილი ქალიშვილის, ლეა ჟორდანიას ფოტოებს აქვეყნებს. ლეა წლების მატებასთან ერთად სულ უფრო ემსგავსება ბებიას, ქართველების სილამაზის სიმბოლოდ აღიარებულ სახეს, მაკა ასათიანს. ეს მსგავსება კი თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება. 

maka_asatiani

მაკა ასათიანის დიდი ოჯახი 

მაკა ასათიანი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც წარმატებებს სხვადასხვა სფეროში მიაღწია, თუმცა მისი სახელის ხსენებისას პირველი ასოციაცია მაინც მისი შთამბეჭდავი გარეგნობაა.

მაკა ასათიანი ცნობილი იყო, როგორც მოდელი და დიზაინერი. მისი სილამაზე და სტილი ხშირად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ის აქტიურად იყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში და ჰქონდა საკუთარი ბრენდი. მისი საქმიანობა იმ დროისთვის ხშირად შუქდება მედიაში, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. 

  • მაკა ასათიანს მეორე შვილიშვილი შეეძინა: ნანიკო კლდიაშვილის ახალი ფოტოები

მაკა ასათიანი ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მისი ოჯახის კომპანია, "ბლექ სი პეტროლიუმი", ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. 

მაკა ასათიანის მამის, ცნობილო ფეხბურთელისა და ბიზნესმენის, კახი ასათიანის მკვლელობამ 2000-იანი წლების დასაწყისში მთელი თბილისი შეძრა. კახი ასათიანი უცნობმა პირმა მანქანაში ჩაცხრილა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

maka_asatiani

მაკა ასათიანს ჰყავს უმშვენიერესი დედა, ლუიზა თავართქილაძე და და, სალომე ასათიანი. სალომეს ერთი ქალიშვილი ჰყავს - პიანისტ მარიანა აჩბას საზოგადოება კარგად იცნობს. 

  • მაკა ასათიანის ბოლოდროინდელი სტილი: როგორ იცვლებოდა ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი

მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი კახი და ლევანი შეეძინათ. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია -  ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.

maka_asatiani

მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ. 

  • ერთი ამბავი მაკა ასათიანზე: როგორ მოხიბლა მაკა ასათიანის სილამაზემ კლუბ "ბარსელონას" მფლობელი

მაკას უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია დაქორწინებულია ნანიკო კლდიაშვილზე, წყვილს ორი შვილი, ლეა და ლეო ჰყავს. 

მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური. მაკა ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იხილა, სადაც ის შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მის ჭაღარა თმას დიდი განხილვაც მოჰყვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ წლები და შევერცხლილი თმა მაკა ასათიანის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.