განსაკუთრებული გარეგნობისა და სტილის მქონე ქართველი მოდელი, ლიკუნა ხაჭაპურიძე, უკვე რამდენიმე წელია საქართველოდან შორს ცხოვრობს და საქმიანობს. მან სწავლა პარიზის მოდის სკოლაში გააგრძელა საკუთარი გატაცება პროფესიად აქცია. ახლა ლიკუნა კრეატიული კონსულტანტი და ციფრული პროდუქტების კრეატორია. ცხოვრობს პარიზში და საკუთარი ყოველდღიურობიდან კადრებს 150 ათასზე მეტ გამომწერსაც უზიარებს.
ლიკუნამ ხაჭაპურიძემ მტკივნეული განქორწინების შემდეგ სიყვარული კიდევ ერთხელ იპოვა. მისი რჩეული ჰუგო პასქუანელია, რომელიც პილოტია. ამჯერად ლიკუნა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ცხოვრების სიყვარულო. ისე მიყვარხარ, როგორც არავინ მყვარებია აქამდე. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ, ჩემი ცხოვრება შენ გარშემო ბრუნავს, ძალიან იღბლიანი ვარ", - წერს ლიკუნა ხაჭაპურიძე.
გასაკვირი არ არის, რომ თავად მოდელი განსაკუთრებული სტილითა და ესთეტიკით გამოირჩევა. მისი "ლუქები" ბევრი გოგოსთვის შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ. ლიკუნა არ ერიდება ექსპერიმენტებს და ეს ექსპერიმენტებიც ყოველთვის ამართლებს - მშვენიერი მოდელი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
ლიკუნას გარეგნობით წლებსი წინ ცნობილი სერიალის მსახიობიც აღფრთოვანდა. მაშინ, როცა საქართველოში სტუმრად სერიალ "გაქცევის" გმირი დომინიკ პარსელი ჩამოვიდა, ყველას ეგონა, რომ მას აქ გადაღებები ჰქონდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ექსკლუზიურად ლიკუნას სტუმრობდა.
"დომენიკი ხუთი წლის წინ „ინსტაგრამით“ გავიცანი. ზუსტად მაშინ ვუყურებდით „გაქცევას“ და მისი ფანი ვიყავი. მივწერე: „ჰაი“, მიპაუხა. ძალიან გამიხარდა, გავგიჟდი... ვლაპარაკობდით და მერე მითხრა: ალბათ ყალბი ინსტაგრამი გაქვს, ასეთ გოგოს ბევრი გამომწერი უნდა გყავდეს, არ მჯერა, რომ ნამდვილი ხარო და სკაიპში დამირეკა. მერე დავმეგობრდით, ხშირად ვკონტაქტობდით. ამასობაში ხუთი წელი გავიდა. გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და პირადად ვენახე", - იხსენებდა ლიკუნა.
ლიკუნა ცნობილი ადვოკატის, ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის შვილია.
შალვა ხაჭაპურიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა სასულიერო პირის - მღვდელ ისაია ხაჭაპურიძის ოჯახში. მეუღლე, დიანა ხოფერია, შალვაზე 14 წლით უმცროსია. პირველი შვილი, ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს შეეძინათ. წყვილს ლიკუნას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს - გურამი და მარიამი.
დიანა ხოფერია "KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. დიანას აქვს იურისტად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის დარგში" - ვკითხულობთ შალვა ხაჭაპურიძის იურიდიული კომპანიის ვებგვერდზე. როგორც ჩანს, ის მეუღლის კომპანიაში მუშაობს.ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში იქორწინა. მისი მეუღლე სანდრო ჭანტურია იყო. წყვილის ქორწინებამ 3 წელს გასტანა, ისინი 2023 წელს ერთმანეთს დაშორდნენ: "მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, - წერდა მოდელი