2025 წლის მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით იქნება დატვირთული. მაისის ბოლოს სატურნი დროებით გადავიდა ვერძში, რაც გარკვეულ შესაძლებლობებს ხსნის, თუმცა წარმატება მარტივი გზით არ მოვა - საჭიროა მოთმინება, სტრატეგიული აზროვნება და იმპულსური გადაწყვეტილებებისგან თავშეკავება. 7 ივლისს ურანი გადავიდა ტყუპებში, რაც მოულოდნელ ცვლილებებს მოასწავებს.
2025 წლის პირველი ნახევარი შეიძლება შემოქმედებითმა ცნობისმოყვარეობამ დაგიკმაყოფილათ - სწავლობდით ახალ პროფესიებს, ეცნობოდით ტენდენციებს. თუმცა ბევრი წამოწყება შესაძლოა დაუსრულებელი დარჩა. წლის მეორე ნახევარში კარგი დროა, დაუბრუნდეთ იმ უნარებს, რომლებიც ვერ გამოიყენეთ ბოლომდე - სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს მოულოდნელი წარმატება. ნეპტუნის გავლენა შემოდგომამდე გაფრთხილებთ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ - ზოგი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორც ჩანს.
ივლისში ურანი გადადის თქვენ ფინანსურ ნაწილში. ამ პერიოდში სიფრთხილეა საჭირო სესხებსა და ფინანსურ რისკებთან მიმართებით. სექტემბრამდე სატურნი პროფესიული სტრესის და გაუგებრობების მომტანი იქნება. შესაძლოა სამუშაო გარემოში ცვლილებები დაგხვდეთ, რაც შანსს გაძლევთ, საკუთარი უნარები წარმოაჩინოთ.
სატურნი და ნეპტუნი გაფრთხილებენ: ნუ ენდობით ბრმად ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ეს პერიოდი ხელს უწყობს მოგზაურობებსა. შეიძლება ახალი რომანტიკული ინტერესებიც გაჩნდეს. ნუ დააკარგვინებთ საკუთარ თავს სხვების დასახმარებლად - პირადი საზღვრების დაცვა მთავარია.
ივნისში იუპიტერი გადადის თქვენს ნიშანში 2026 წლის ივნისამდე - ეს იღბლიანი დროა სიყვარულისა და ოჯახისთვის. შესაძლებელია ახალი ურთიერთობების წამოწყება. პროფესიულადაც იღბალიანი პერიოდია - შესაძლებელია სამოგზაუროდ, სასწავლებლად ან სამუშაოდ უცხოეთში მოგიწიოთ წასვლა.
კარგი დროა ცოდნის გაღრმავებისთვის, კვლევისთვის ან აკადემიური მიზნებისთვის. აგვისტოში გამოჩნდება შანსი, რომელმაც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიოს. ივლისიდან ნოემბრამდე მეგობრული ურთიერთობები გაღრმავდება - ამ პერიოდის განმავლობაში ემოციური მხარდაჭერა და ნდობა გელოდებათ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების სამუდამო მეგზური გახდება.
სატურნი და ნეპტუნი დაგეხმარებათ ურთიერთობების გაღრმავებაში. ივლისიდან ნოემბრამდე ურანი კარიერულ ცვლილებებს მოიტანს —-არ შეგეშინდეთ სიახლეების. ეს საუკეთესო დროა პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყავით. ინვესტიციებს ზედმიწევნითი ანალიზი სჭირდება.
დროა პროფესიულად გაიბრწყინოთ - ხელფასის მომატება და გავლენის ზრდაა მოსალოდნელია. ნეპტუნი და სატურნი ურთიერთობებში გაკვეთილებს შემოგთავაზებენ. აგვისტო და ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების თვალსაზრისით.
დიდი შრომისა და სტრესის შემდეგ, ოქტომბერში შედეგების ნახვის დრო დგება. ივლისიდან ნოემბრამდე ურანი ფინანსებსა და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს — ყურადღება მიაქციეთ დანახარჯებსა და ცხოვრების წესს. სამსახურში ახალი შესაძლებლობები იქნება, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს.
იუპიტერის წყალობით კარიერული ზრდა გელოდებათ — შეიძლება სამსახურის შეცვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან ქსელის გაფართოება. გაუფრთხილდით ფინანსურ საკითხებს - ნუ ისესხებთ და ნუ გასცემთ ფულს მარტივად. შესაძლოა წარსულთან დაკავშირებული საკითხები კვლავ წამოიწიოს.
შესაძლოა ბინის შეცვლა ან რემონტი დაგჭირდეთ. ყურადღებით შეარჩიეთ, რომ არ წარმოშვას კონფლიქტები. ივლისიდან სექტემბრამდე მოგზაურობის შანსი გაქვთ. სექტემბრიდან დეკემბრამდე კი დროა ახალი უნარის ათვისებისთვის. ეს პერიოდი ძველი კავშირების დაბრუნებას გპირდებათ. დიდი შანსია, დაუბრუნდეთ ადამიანს, რომელთანაც თვლიდით, რომ არაფერი გამოგივიდათ.
ჯანმრთელობა, მთავარი პრიორიტეტია წლის მეორე ნახევარში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძვლებს, კბილებსა და ღვიძლს. სამუშაოს შეცვლისას ან დიდი გადაწყვეტილებების მიღებისას იყავით ფრთხილად. ივლისიდან იუპიტერი ახალ იდეებსა და შთაგონებას მოგიტანთ.
სიყვარულისა და ოჯახური თემების თვალსაზრისით, იუპიტერის გავლენა პოზიტიური იქნება. ახალ რომანტიკულ შესაძლებლობებთან ერთად, შესაძლებელია წარსულ სიყვარულთან შერიგებაც. კარიერული წარმატება მოსალოდნელია, თუმცა ხარჯებთან ერთად უნდა გაუფრთხილდეთ ბიუჯეტს. ივლისიდან ნოემბრამდე შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ ან უძრავი ქონება შეიძინოთ.