ალენ-ფაბიენ დელონი მსახიობის, ალენ დელონის უმცროსი შვილია. ფაბიენი მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დუმლს არღვევს და საუბრობს, როგორ ძალადობდა ლეგენდად ქცეული ვარსკვლავი მასზე. ფრანგი გამომძიებელი ჟურნალისტების, ლორენს პიოსა და ფრანსუა ვინოლის მიერ დაწერილ წიგნში, სახელწოდებით „სამურაის უკანასკნელი დღეები“, ალენ დელონის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს გაიგებთ.
ალენ-ფაბიენ დელონი 31 წლისაა. აქამდე მის შესახებ მედია იშვიათად წერდა, თუმცა ახლა მისმა აღიარებამ მსოფლიო აალაპარაკა. ფაბიენი ამბობს, რომ ალენ დელონი არაპროგნოზირებადი ადამიანი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში ძილის დროს ბალიშის ქვეშ დატენილ იარაღს ინახავდა.
ალენ-ფაბიენმა გაიხსენა 2023 წლის საღამო, როდესაც ის მცველთან ერთად სადილის საყიდლად გავიდა, დაბრუნებისას კი მამამ მას იარაღი დაუმიზნა.
„მამამ ერთხელ ძაღლებთან ერთად გალიაში გამომკეტა“, – იხსენებს ალენ-ფაბიენი.
ალენ-ფაბიენ დელონის დედა როსალიჩე ვან ბრიმენია. როსალიჩე ცნობილი ჰოლანდილეი ჟურნალისტი და მოდელია. ალენ დელონი მას 1990-1994 წლებში ხვდებოდა.
1994 წლის 18 მარტს, საფრანგეთის ქალაქ გიენში დაბადებული ალენ-ფაბიან დელონი არა მხოლოდ ლეგენდარული ფრანგი მსახიობის ალენ დელონის და ჰოლანდიელი მოდელისა და ჟურნალისტის როზალი ვან ბრემენის შვილია, არამედ ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც მოდის, კინოსა და ლიტერატურის სამყაროში თავის დამოუკიდებელ გზას იკვლევს.
დელონმა ბავშვობა საფრანგეთსა და შვეიცარიაში, ასევე ნიდერლანდებში გაატარა - კერძო სკოლებსა და მუდმივ მოგზაურობაში.
მისი ბავშვობა ხშირად მარტოობით იყო სავსე. მამასთან - მკაცრ, უგრძნობ და ხანდახან აუტანელ ალენ დელონთან - მისი ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. ამ გამოცდილებას დელონ უმცროსმა თავი მოუარა 2019 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში De la race des seigneurs (ბატონების მოდგმიდან), სადაც მთავარი თემა პირადი ტკივილი და მამის ჩრდილი იყო.
მამისავით, ალენ-ფაბიანიც მსახიობობას გაჰყვა, თუმცა განსხვავებული გზით. 2002 წელს გამოჩნდა ტელესერიალში Fabio Montale, ხოლო შემდგომ წლებში მიიღო როლები ისეთი ფილმებში, როგორებიცაა:
დელონი უმცროსი, მამისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად ცივი და ძლიერი პერსონაჟების როლებს ასრულებდა, თამაშობს ფსიქოლოგიურად ღრმა და დაუცველ გმირებს, რაც მის განსხვავებულ ხელწერაზე მიუთითებს.
მისი გარეგნობა და გვარი მოდის სამყაროსთვის ბუნებრივი კომბინაცია აღმოჩნდა. 2015 წელს ის გახდა Dior Homme-ის სახე. მას შემდეგ ხშირად ჩნდება ჟურნალ Vogue Italia-ში, GQ Korea-სა და სხვა წამყვან გამოცემებში. მისი სტილი მინიმალისტურია, ფოტოსესიები კი ხშირად ავლენენ ახალგაზრდა მამაკაცის მგრძნობიარე იდენტობას.
2019 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა De la race des seigneurs ფართო ყურადღება მიიპყრო. რომანი ეხმიანება ისეთ თემებს, როგორებიცაა: მარტოობა, სულიერი მემკვიდრეობა და მამისგან აღიარების წყურვილი. დელონმა თქვა, რომ ეს წიგნი მისთვის “თავისუფლების აქტია” — სივრცე, სადაც პირველად ლაპარაკობს თვითონ და არა სხვები მის ნაცვლად.