10 ივლისს სავსე მთვარეა! - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც დიდი ცვლილებები ელით - Marao

10 ივლისს სავსე მთვარეა! - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც დიდი ცვლილებები ელით

2025-07-10 16:47:48+04:00

დღეს 10 ივლისს სავსე მთვარე იქნება. ივლისის სავსე მთვარე, იგივენაირად "ირმის მთვარე" - მდებარეობს თხის რქის ნიშანში და ასტროლოგების თქმით, ის გარკვეულ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული.

  • წლის მეორე ნახევარში ამ სამ ნიშანს დიდი სიყვარული ელოდება: როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 2025 წლის ბოლო 

ასტროლოგ ევან ნათანიელ გრიმის თქმით, მთვარე განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს კარდინალურ ნიშნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი შესაძლოა სირთულეებად აღიქმებოდეს, სინამდვილეში კი, მისი მიზანია ადამიანები გაათავისუფლოს იმ შეზღუდვებისგან, რომელიც მათ რეალურ ცხოვრებას არ ემთხვევა. 

"ირმის მთვარე" შემდეგ ოთხ ზოდიაქოს ნიშანზე განსაკუთრებით იმოქმედებს:

  • თხის რქა (დეკემბერი 22 – იანვარი 19)
  • კირჩხიბი (ივნისი 21 – ივლისი 22)
  • ვერძი (მარტი 21 – აპრილი 19)
  • სასწორი (სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22)
  • სიყვარული და ვარსკვლავები - ვის ელოდება დიდი სიყვარული 2025 წლის ზაფხულში? 

როგორ იმოქმედებს სავსე მთვარე ამ 4 ნიშანზე?

თხის რქამ, კირჩხიბმა, ვერძმა და სასწორმა შეიძლება იგრძნონ, რომ მათ თავი უნდა დაანებონ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ადრე ჰქონდათ, რადგან ეს საქმეები დღევანდელობას არ შეესაბამება. 

ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ ნიშნების ადამიანებს მოუწევთ აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე ან უბრალოდ თავი დაანებონ ძველ საქმეებს.

უიღბლო და იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2025 წლის ივლისში - როგორი თვე გელით? 

რა უნდა გავაკეთოთ სავსე მთვარის დროს?

  • იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი
  • არ დააკნინოთ საკუთარი შესაძლებლობები
  • ჩამოწერეთ თქვენი მიზნები