რა მოხდება, თუ ცოტა ხნით შეჩერდები და უბრალოდ საკუთარ თავზე დაფიქრდები? როგორი ხარ სინამდვილეში და რა გსურს შენ? საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებლობაა, რომელიც ბევრს უბრალოდ ჩვევა ჰგონია და მას თავს არიდებს. რეალურად კი, სწორედ საკუთარ თავზე ზრუნვა არის ის საფუძველი, რაზეც ადამიანის წარმატება და ბედნიერება დგას.
მარტივად რომ ვთქვათ, როცა კარგად ხარ, ყველაფერს უკეთ აკეთებ. გიფიქრია, რატომ გეზარება ზოგჯერ საქმე, რომელიც ადრე გიყვარდა? ან რატომ ვერ ახერხებ ყურადღების მოკრებას, როცა რაღაცას გულით ცდილობ? იმიტომ, რომ უბრალოდ საკუთარ თავს არ უთმობ იმდენ დროს, რამდენიც გჭირდება და იმსახურებ. როცა საკუთარ თავზე ზრუნავ:
როცა დაღლილი ხარ, ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება გქონდეს, უბრალოდ ყოველდღიური რუტინის გამკლავებაა. ხოლო როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხარ, ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, მიზნები და სტრატეგია.
საკუთარ თავზე ზრუნვა, იქნება ეს სეირნობა, მასაჟი, თბილი საუნა თუ უბრალოდ წყალში ყოფნა, ამცირებს კორტიზოლის დონეს და ზრდის ენდორფინსა და სეროტონინს. ეს ჰორმონები პასუხისმგებელი არიან ბედნიერების, სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდაზე.
საკუთარ თავზე ზრუნვისთვის „ჯინომ“ ექსკლუზიური შეთავაზება შექმნა. შეუზღუდავი სიამოვნება Gino 360 - ერთთვიან ულიმიტო პაკეტს 700 ლარად შეიძენთ. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თუ შაბათს დილიდან ველნეს სივრცეებსა და აკვაპარკში დასვენებასა და გართობაზე უკეთესი რა უნდა აჩუქოთ საკუთარ თავს? თუ „ჯინოს“ კვირაში 5 დღე მაინც ესტუმრებით, თითოეული ვიზიტის ღირებულება 30 ლარამდე გამოდის. სპა და ველნესი მოიცავს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს, საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, აკვაპარკის ღია და დახურულ სივრცეებს.
„ჯინოს“ სპა სივრცეს ამშვენებს ბაღი და გარე სივრცეში განთავსებულია მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები, ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.
ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა. ყველა საუნას აერთიანებს დეტოქსის ფუნქცია. თითოეულ საუნაში პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას. თითოეული მათგანი საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.
Gino 360 მოიცავს აკვაპარკის ტერიტორიის ულიმიტო სარგებლობასაც. აქ დაგხვდებათ: ტალღოვანი აუზი, აუზი - ველური მდინარე, გარე საბავშვო სივრცე საბავშვო ტობოგანითა და სასრიალოებით, პანორამა აუზი - ბარით, ბავშვთა წყლის პარკი სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, სარელაქსაციო აუზი სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით.
ივლისის თვის ულიმიტო პაკეტის შეძენა უკვე შესაძლებელია.
დაუთმე საკუთარ თავს დრო, რომელსაც იმსახურებ.
R