ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია უკვე არაერთი წელია, დედის მსგავსად, ცნობილი სახეა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის საჯარო პირი, ინტერესი პოპულარული ტელეწამყვანის შვილის მიმართ მუდმივად არსებობდა.
ინგა გრიგოლია ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. არასდროს გაუკეთებია კომენტარი, მეუღლის ან ქორწინების შესახებაც.
ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია დედის გვარს ატარებს, თუმცა წლების წინ წერდა, რომ მისი გვარი ჭითანავაა. ეს განმარტება მან მაშინ გააკეთა, როცა მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო:
„პირველ რიგში, მე ვარ ზრდასრული და დამოუკიდებელი მარიამ ჭითანავა და არ ვთვლი, რომ ჩემი ერთადერთი პლუსი მხოლოდ ინგა გრიგოლიას შვილობაა. დამთავრებული მაქვს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი - კავკასიის სამართლის სკოლა. საოცარია - როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას შვილობა იმას ნიშნავს, რომ მე სამსახურის უფლება, თუნდაც ძალიან დაბალ პოზიციაზე, ჩემი პროფესიით, ჩემივე ქვეყანაში არ მაქვს“, - წერდა მაშინ მარიამი.
მარიამ გრიგოლიამ რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე 2017 წელს იქორწინა. ნიკოლოზი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა. 2023 წელს მარიამი და ნიკოლოზი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას ნინია დაარქვეს და ახლა მათი ცხოვრების მთავარი გმირი სწორედ ისაა - ინგაც და მარიამიც ხშირად აზიარებენ უსაყვარლესი ნინიას ფოტოებსა და ვიდეოებს. მას ბებიასთან სამსახურშიც ხშირად ნახავთ. ინგა წერდა, რომ ნინიას მისი ხმა აქვს.
„მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე.
მე მყავდა ძალიან კარგი ლოლა ბებია, რომელიც არანორმალურად მიყვარდა და ჩემი ბავშვობის ყველა ლამაზი მოგონება სწორედ მას და ჩემს სოფელს უკავშირდება. თვალებს რომ ვხუჭავ ხოლმე და ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებ, სულ მახსენდება ჩემი ლოლა ბებია, ზაფხული და ის დღეები, რაც მასთან გამიტარებია. მინდა ვიცოცხლო ძალიან დიდხანს, რომ ჩემმა შვილიშვილმაც მიიღოს ჩემგან ის სიყვარული, რაც მე მაქვს მიღებული ჩემი ბებიისგან", - ამბობდა ინგა გრიგოლია.
დედაშვილობა ყველასთვის განსაკუთრებული გრძნობა რომაა, ამაზე არვინ დავობს, თუმცა ზოგიერთი ცნობილი სახე ამ ურთიერთობაზე საჯაროდაც ხშირად საუბრობს. მათ შორისაა მარიამ გრიგოლია - ინგა გრიგოლიას ქალიშვილი. მარიამს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ დედა მისთვის მეგობარიცაა, მრჩეველიც და მთავარი იმედიც:
"მე და ინგა დიდი მეგობრები ვართ. არასდროს ერევა პირადში. თუ ჰკითხავ, საუკეთესო რჩევას მოგცემს. მეც ვითვალისწინებ მის აზრს და ყველაფერს ვუზიარებ. ნიშნობაზე რა უნდა მცმოდა და საქორწინო კაბა როგორი უნდა ყოფილიყო, ინგამ მირჩია. მეც ეთერის წინ სულ ვურჩევ, რა ჩაიცვას და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური, პრეტენზიული სიდედრი არ არის", - ამბობდა მარიამ გრიგოლია.
ამჯერად მარიამი სწორედ დედასთან, ინგა გრიგოლიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.