თბილისის მერი, პოლიტიკოსი და ყოფილი სპორტსმენი კახა კალაძე და მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე უფროსი ვაჟის, ლევანის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ლევანი, რომელსაც ზედმეტ სახელად ბუბუსაც ეძახიან, 16 წლის გახდა. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო, ბუბუშკა - 16", - წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში.
ბუბუსთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა კახა კალაძემაც: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ბიჭო", - დაწერა მან
ლევან კალაძე კალაძეების ოჯახში უფროსი ვაჟია. ის მამის გზას აგრძელებს - თავადაც ფეხბურთითაა გატაცებული. ცოტა ხნის წინ სპორტული გამოცემა LaGazzetta წერდა, რომ ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ახლა ლევანი ხშირად აქვეყნებს კადრებს ვარჯიშიდან.
LaGazzetta-ს ინფორმაციით, ლევან კალაძე კონტრაქტის გაფორმებამდე კლუბთან რამდენიმე თვის მანძილზე ვარჯიშობდა, ის 4-ნომრიანი მაისურით თამაშობს და მცველის პოზიციას იკავებს.
"ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - ამბობდა ლევან კალაძე LaGazzetta.ge-სთან საუბარში.
ლევან კალაძეს სამი უმცროსი ძმა, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავს.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს. ასევე ხშირად აქვეყნებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც. განსაკუთრებული სიყვარული მისი უმცროსი შვილი, ნიკოლასი სარგებლობს.