ჯეინ ბირკინის ნაქონი ჩანთა რეკორდულ თანხად გაიყიდა: როგორია და რა ღირს სტილის ხატად ქცეული მოდელი - Marao

ჯეინ ბირკინის ნაქონი ჩანთა რეკორდულ თანხად გაიყიდა: როგორია და რა ღირს სტილის ხატად ქცეული მოდელი

2025-07-14 14:43:53+04:00

აქსესუარი, რომელიც ეკუთვნოდა ბრიტანული წარმოშობის მომღერალსა და მსახიობს, ჯეინ ბირკინს, ევროპაში ყველაზე ძვირად გაყიდული ჩანთა გახდა.

birkanis_chanta

უნიკალური, თუმცა განსხვავებული Hermès-ის ხელჩანთა, რომელიც სპეციალურად მომღერლისთვის შეიქმნა, პარიზის აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა. 

ჩანთა ბირკინმა ცხრა წლის განმავლობაში გამოიყენა. ჩანთაზე ჯერ კიდევ აღბეჭდილია მისი წებოვანი სტიკერების კვალი.

  • დიდი ეპოქის დასასრული: 43 წლის რევოლუციონერის განვლილი გზა Balenciaga-ში და ბოლო კოლექცია 

ფრანგული ბრენდის, Hermès-ის მიერ შექმნილი ჩანთას ექვსნიშნა ფასს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა აუქციონზე საწყისი ბიჯი 1 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, რამაც აუქციონის მონაწილეთა დიდი გაოცება გამოიწვია. მყიდველთა ცხრაწევრიანმა  ჯგუფმა 10-წუთიანი ლოდინის შემდეგ ფასი ნელ-ნელა გაზარდა.

birkanis_chanta

მყიდველი იაპონელი კერძო კოლექციონერი აღმოჩნდა. Sotheby’s-მა განაცხადა, რომ ეს “განსაკუთრებული” ფასი ჩანთას აქცევს მეორე ყველაზე ძვირად გაყიდულ მოდურ ნივთად მსოფლიოში და პირველ ადგილზე ევროპაში.

Sotheby’s-ის ხელჩანთებისა და მოდის გლობალურმა ხელმძღვანელმა, მორგან ჰალიმიმ აღნიშნა, რომ ეს აუქციონი იმის დემონსტრორება, თუ რატომ იქცა ბირკინი მსოფლიო ხატად:

"ეს აუქციონი არის შთამბეჭდავი დემონსტრირება ლეგენდის ძალისა, რომელიც აღძრავს კოლექციონერთა ვნებასა და სურვილს, მოიპოვონ უნიკალური წარმოშობის გამორჩეული ნივთები. ბირკინის ჩანთის ეს ექსპონატი იყო მთავარი წერტილი იმ საოცარი ისტორიისა, რომელმაც ეს ჩანთა თანამედროვე ხატად აქცია - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდურ ნივთად. ამასთან, ეს არის ჯეინ ბირკინის სულიერი მემკვიდრეობისა და ხიბლის ზეიმი", - თქვა მორგან ჰალიმიმ.

  • რა მოხდა ვერსალში? Jacquemus SS26 უნიკალური ჩვენება, ატირებული ვარსკვლავები და დაუვიწყარი შოუ 

ამ ჩანთას საკუთარი შექმნის ისტორია აქვს. ერთ დღეს ჯეინ ბირკინი და Hermès-ის ხელმძღვანელი, ჟან-ლუი დიუმა შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ბირკინმა, რომელიც საფრანგეთში თავისი როლებითა და სერჟ გენსბურთან ურთიერთობით გახდა ცნობილი, დიუმას უთხრა, რომ ვერ პოულობდა ჩანთას, რომელიც საკმარისად დიდი იქნებოდა, რომ მისთვის ყველა საჭირო ნივთი ჩატეულიყო. ამის შემდეგ დიუმამ გადაწყვიტა სწორედ მისთვის შეექმნა ჩანთა, რომელიც ბირკინის მოთხოვნებსა და სურვილებს დააკმაყოფილებდა. 

ჩანთას აქვს ინიციალები JB, რაც ამ ჩანთის უნიკალურობას ადასტურებს. 

Hermès-ის ძვირადღირებული ჩანთები

Hermes Niloticus Crocodile Himalaya Birkin - ეს ჩანთა ჰიმალაის მთების შთაგონებითაა შექმნილი. შეკერილია ნიანგის ტყავისაგან და, როგორც ცნობილია, გრადიენტული ფერის მისაღებად მრავალი საათი დაიხარჯა. გაფორმებულია 240 ბრილიანტით, ფურნიტურა კი 18-კარატიანი ოქროთია შექმნილი. 2016 წელს ეს ჩანთა ჰონკონგში აუქციონზე 380 ათას დოლარად გაიყიდა.

chanta

  • კოკო შანელის შემოქმედების მთავარი ფერები - რატომ უყვარდა დიზაინერს შავი ტონები 

Fuchsia Diamond-Studded Hermes Birkin - Hermes-ის კიდევ ერთი გამორჩეული მოდელია, რომელიც 18-კარატიანი თეთრი ოქროთი და ბრილიანტებითაა შექმნილი. ეს ჩანთა 2015 წელს ჰონკონგში Christie's-ზე 222 000 დოლარად გაიყიდა.

chanta

Hermes Exceptional Collection Shiny Rouge H Porosus Crocodile 30 cm Birkin Bag - წითელი ნიანგის ტყავი, 18-კარატიანი თეთრი ოქრო და ბრილიანტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩანთა ძვირადღირებული და გამორჩეულია. ის 2006 წელს შეიქმნა. 2008 წელს კი უცნობმა კოლექციონერმა Heritage Auctions-ზე რეკორდულ 203 000 დოლარად გაყიდა.

hermesi