მარიამ გეგუჩაძე მამასთან ერთად: ვინ არის ნიკოლოზ გეგუჩაძე და როგორია მისი ურთიერთობა ქალიშვილთან - Marao

მარიამ გეგუჩაძე მამასთან ერთად: ვინ არის ნიკოლოზ გეგუჩაძე და როგორია მისი ურთიერთობა ქალიშვილთან

2025-07-14 12:57:01+04:00

მარიამ გეგუჩაძე ქართველმა მაყურებელმა წლების წინ, ჯერ კიდევ მცირე ასაკში გაიცნო. მარიამი ხშირად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში და მას საკუთარი რუბრიკაც ჰქონდა. მოგვიანებით მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო, სამშობლოში დაბრუნებულმა კი საქმიანობა მარკეტინგის სფეროში გააგრძელა. ამის პარალელურად, მარიამი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში. 

მარიამ გეგუჩაძის დედას, ნანუკა ჟორჟოლიანს საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი მისი მამა, ნიკოლოზ გეგუჩაძე. ამჯერად მარიამი სწორედ მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. 

mariam_geguchadze

მარიამ გეგუჩაძის მშობლები, ქორწინება და კარიერა 

პირველად ნანუკა ჟორჟოლიანმა ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. 

  • ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის რჩეული - ქორწინება ცნობილი პოლიტიკოსის შვილზე და რომანტიკული კადრები საფრანგეთიდან

მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიმამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.

  • "როცა პატარები და ბედნიერები ვიყავით" - ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის ფოტოები მამასთან, ნიკოლოზ გეგუჩაძესთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ მარიამის მშობლები დაშორებულები არიან, ის ინარჩუნებს კარგ და მეგობრულ ურთიერთობას როგორც დედასთან, ისე მამასთან.

"კოკა - მა­რი­ა­მის მამა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიქ­ნე­ბო­დი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. კო­კას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ და­მა­წყე­ბი­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და შექ­მნა ის ნა­ნუ­კა... ჩემი შვი­ლე­ბით ვა­მა­ყობ, მა­რი­ა­მით და სა­ბა­თი" - ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი. 

  • ფოტოები წარსულიდან: "მიყვარს, როგორც გარდავქმენი საკუთარი თავი" - ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ქალიშვილი, უმშვენიერესი მარიამი წლების წინ

2024 წლის 15 ივნისს მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ მკითხველმა წყვილის ფოტოები და კადრები ნიშნობიდან Marao.ge-ზე იხილა, თუმცა არც მარიამი და არც მისი ოჯახის წევრები საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ. 

მარიამ გეგუჩაძის რჩეული  პო­ლი­ტი­კო­სის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის უფ­რო­სი ვაჟი, 26 წლის გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. გიორგი სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის და მისი საჯარო პროფილი არ იძებნება.