ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძე მამა გადა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას ქალიშვილი შეეძინათ. პატარას კეკე დაარქვეს. გიორგი ხშირად აზიარებს პატარა კეკეს ფოტოებს. სულ ახლახან პატარა კეკე გაქრისტიანდა, ნათლობის ფოტოები კი საკუთარ გვერდზე გიორგიმ გააზიარა.

მამობის გამოცდილებაზე გიორგი Fortuna-ს ესაუბრა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:
"მშობიარობა დავესწარი, ვფიქრობ, რომ რომ მხარდაჭერის იმ მცირე შესაძლებლობიდან, რაც ამ დროს კაცს აქვს, ეს ერთ-ერთია. მშობიარეს თავთად დგახარ და ხვდები, რა შირს ხარ ამ მისტერიასთან - შიშთან, ტანჯვასთან... ეს გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით. სულ უკან მიდევნებული ვიქნებით.
ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით. კეკე 7 მაისს, ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა, მინდა, რომ საინტერესო და შეძლებისდაგვარად მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. საინტერესო – თუნდაც ჩემსავით და მშვიდი – ჩემგან განსხვავებით. თუ ამ ორი რამის მორიგება შეიძლება, ცხადია" - თქვა გიორგი კეკელიძემ Fortuna-სთან ინტერვიუში.

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იმსახურებს მოწონებას.
გიორგი კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
2012 წელს კეკელიძე გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.
2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.
მარიამ სოსელია
გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია 2024 წლის აპრილში დაქორწინდნენ, 2025 წელს კი პირველი შვილის მშბლები გახდნენ. მარიამი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუმცა გიორგი პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და საქმის გარდაა, ზოგჯერ ოჯახზე საუბარიც უწევს.