საბედისწერო ლამაზმანის აქამდე უცნობი ფაქტები - მეგობრის თვალით დანახული ბეტ დევისი - Marao

საბედისწერო ლამაზმანის აქამდე უცნობი ფაქტები - მეგობრის თვალით დანახული ბეტ დევისი

2025-07-23 15:14:38+04:00

 USG-ს კურსდამთავრებული კეტრინ სერმაკი იხსენებს ჰოლივუდის ვარსკვლავთან ბეტ დევისთან მეგობრობის შესახებ. 

კეტრინ სერმეკის სამუშაო ოთახოის სივრცეში კიდია ბეტ დევისის პასტელური პორტრეტი - მსახიობის, რომელმაც ითამაშე ისეთ ჰოლივუდირ ფილმებში, როგორიცაა „Dark Victory“, „Jezebel“ და „All About Eve“. სერმეკის სახლში არსებული ფოტო მას მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გაუგზავნეს, რომელიც დღემდე ამ კედელზე იკავებს ადგილს. 

სერმეკის ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ბეტი დევის უკავშირდება. ის იყო მსახიობის ნდობით აღჭურვილი პირი, მარჯვენა ხელი, მეგობარი, პირადი ასისტენტი და ბოლოს მემკვიდრეც კი. დევისის გარდაცვალების შემდეგ სწორედ სერმაკს დაევალა მსახიობის მემკვიდრეობის შენარჩუნება, როგორც ბეტ დევისის ფონდი თანადამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს წევრს.

მიუხედავად იმისა, რომ სერმაკს სხვა გავლენიან ადამიანებთანაც უმუშავი, ის მაინ ბეტთან მუშაობას ამჯობინებდა. მისი სახლის ოტახი სავსეა დევითანა დაკავშირებული მოგონებებით.

betdevis_sermek

  • ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა: ამბავი კლეოპატრაზე 

სერმაკისა და ბეტ დევისის თანამშრომლობა

სერაკმა 1977 წელს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ფაკულტეტეი დაამთავრა. სამაგისტრო პროგრამაში ჩარიცხვის ფიქრისას მან სამსახურის შემოთაზავება მიიღო ბევერი ჰილზში, პრინცესა შამს პაჰლავის პირად ასისტენტად. თუმცა მაშინ როცა პრინცესამ მექსიკაში წასვლა გადაწყვიტა ის ბევერი ჰილზში დარჩა და ეს სამუშაო გამოცდილება ბეტ დევისთან გასაუბრებაზე გამოიყენა.

სერმაკი იხსენებს რომ დევისმა ბევრი რამ ასწავლა და მის განვითარებაში დიდი წვრილი მიუძღვის. 

დევისმა ასწავლა, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში, როგორ ჩაეცვა, ამასთან როგორ დაემყარებინა ურთიერთობა ადამიანებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეებში. 

betdevis_sermek

  • უყვარდა შოტლანდიური ვისკი და იღებდა ვიტამინი B12-ის ინექციებს ენერგიისთვის: ამბები იმ ქალის შესახებ, რომელიც ვერავინ დააჩოქა 

დევისმა ასწავლა, როგორ ეცვა, როგორ ეჭამა, როგორ ეურთიერთა ადამიანებთან — როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეებში. როცა დევისს სერმაკის ხელის ჩამორთმევა არასაკმარისად დარწმუნებული მოეჩვენა, ხელი მოჰკიდა და მოითხოვა, რომ სერმაკს სრულყოფილებამდე ევარჯიშა. მაგრამ ყველაზე მეტად, დევისმა მას ერთგულებისა და გამძლეობის გრძნობა ჩაუნერგა.

bet_devis

მოგონებები

სერმაკს შემონახული აქვს დღიურები, ჩანაწერები, გაზეთები და ბარათები. მათ შორისაა აუდიოჩანაწერები, რომლებსაც ის და დევისი წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის აკეთებდნენ. სერმაკმა აუდიოჩანაწერების გაკეთება სტუდენტობისას დაიწყო, როცა ესპანეთში სწავლობდა და სახლში დარეკვა ძვირი უჯდებოდა.

ერთ-ერთი გამორჩეული ნივთია ვიდეოჩანაწერი, რომელიც სერმაკმა დევისის სიცოცხლის ბოლოს ინტერვიუს დროს ჩაწერა. იმედოვნებს, რომ ოდესმე მას ტელევიზიით აჩვენებს. ჩანაწერები მის წიგნების თაროზე ინახება, დევისის მიერ ნაჩუქარი ანტიკური ლექსიკონის ქვემოთ.

betdevis_sermek

  • ქალი, რომელიც დროს უსწრებდა: ბარბარე ჯორჯაძის საოცარი გამბედაობა, ცხოვრება და მემკვიდრეობა 

არასდროს იჭორაო

დევისის გარდაცვალების შემდეგ, სერმაკი აგრძელებდა კარიერას ცნობილ პიროვნებებთან, მათ შორის ასტრონავტ ბაზ ოლდრინთან, მსახიობ იზაბელ აჯანთან და მუსიკალურ პროდიუსერ ბერი გორდისთან, მაგრამ მის კარიერას მაინც დევისი განსაზღვრავს. გარდა დოკუმენტური ფილმის „El Último Adiós de Bette Davis“ მომენტალური გამოჩენისა, სერმაკი აქამდე თავს იკავებდა დეტალებზე საუბრისგან.

“როდესაც ხარ პირადი ასისტენტი და პატივს სცემ ამ პროფესიას, არასდროს ჭორაობ. ბევრ რამეს ხედავ კულისებს მიღმა, მაგრამ ის შენთან რჩება... ერთადერთი გამონაკლისი იყო წიგნი, რადგან დევისმა მითხრა: ყველაფერი უნდა დააყენო თავის ადგილზე. და რაც მთავარია, ეს შესანიშნავი ისტორიაა და ერთ დღეს კარგი ფილმი გამოვა“ - იხსენებს სერმაკი.

სერმაკის თქმით, ის არ იყო მზად წიგნის დასაწერად. განსაკუთრებით დევისის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ხალხს შესაძლოა ჩაეთვალო, რომ ფულის გამოაკეთებდა ამ ყველაფერს. 

 “ეს ფულის კეთება იქნებოდა. სენსაციური ამბავი სურდათ … მაგრამ ეს მე არ ვარ ; ეს არ იყო მის დევისი; ეს არ არის ის, რაც მან მასწავლა.”

მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა წიგნი დაეწერა. „Miss D & Me: Life with the Invincible Bette Davis“ წარმოადგენს დაპირების ასრულებას - დაპირებას, რომელიც მეგობარსა და ერთდროულად უფროსს სამი ათეული წლის წინ მისცა.