“უნდა შეიყვარო დაბერება, ცხოვრება ძვირფასია და როცა ბევრ ადამიანს კარგავ, ხვდები, რომ ყოველი დღე საჩუქარია” - როგორ არღვევს მერილ სტრიპი ჰოლივუდის სტერეოტიპებს - Marao

“უნდა შეიყვარო დაბერება, ცხოვრება ძვირფასია და როცა ბევრ ადამიანს კარგავ, ხვდები, რომ ყოველი დღე საჩუქარია” - როგორ არღვევს მერილ სტრიპი ჰოლივუდის სტერეოტიპებს

2025-08-21 14:40:09+04:00

მერილ სტრიპმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ჰოლივუდში, თუმცა მისი დამოკიდებულება დაბერებასთან დაკავშირებით, ქალებში დიდი სიმპათიას იწვევდა, რაც  კიდევ ერთხელ გამოარჩევდა სხვა ვარსკვლავებისგან. მერილის პოზიცია ეწინააღმდეგება ასაკობრივი სტერეოტიპებს და გვახსენებს, რომ ცხოვრება გვიან ასაკშიც მშვენიერია და მოგვიწოდებს მივიღოთ ის ისეთი, როგორიც ბუნებრივად არის.

meril_stripi

დაბერება, როგორც შესაძლებლობა

მერლინ სტრიპი ასაკის მატებით ბედნიერია და მას უყურებს, როგორც შესაძლებლობასა და გამოწვევას. 

“უნდა შეიყვარო დაბერება. ცხოვრება ძვირფასია და როცა ბევრ ადამიანს კარგავ, ხვდები, რომ ყოველი დღე საჩუქარია”, - ამბობს მერილი.

meril_stripi

ჰოლივუდის ასაკობრივი სტანდარტების რღვევა

მერილ სტრიპის წარმატება ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები და გამოცდილება არ იცნობს ასაკს. მისი კარიერა აჩვენებს, როგორ მოაქვს ასაკს წარმატება და სირთულე შემოქმედებაში. ჰოლივუდში, სადაც მსახიობებს ასაკის მატებასთან ერთად ჩრდილში ამყოფებენ, მერილი მუდმივად ანგრევს ამ ბარიერებს. მისი როლები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შინაარსიანი გახდა - ამით დაამტკიცა, რომ, მიუხედავად ასაკისა, მსახიობები უნიკალურ შესაძლებლობებს ანიჭებენ პერსონაჟებს.

მერილის დამოკიდებულება სილამაზისადმი დაფუძნებულია ნამდვილობაზე. ღიად მიიღო საკუთარი გარეგნობა და სხვებსაც იგივე მოუწოდა. მისთვის სილამაზე ვერანაირი კოსმეტიკური საშუალებით ვერ შეიქმნება. სილამაზეა მაშინ, როცა გარშემომყოფებს შენს დადებით განწყობას უზიარებ და ცდილობ მუდმივად განვითარდე.

merlin_stripi

მერილ სტრიპის ბიოგრაფია

მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში დაიბადა.

მერილ სტრიპი გაიზარდა ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც მხატვარი იყო. ის ორ ვაჟსა და პატარა მერილს, პირველ რიგში, მშვენიერებისა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიდა. სტრიპის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მსახიობმა იელის დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თეატრალური სასწავლების დასრულების შემდეგ კი ბროდვეის დაპყრობა სცადა. ის სხვადასხვა პიესაში მონაწილეობდა და პირველი ჯილდოც სწორედ მაშინ მიიღო.

დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტადაც მუშაობდა.

„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში“.

მერილ სტრიპი პირველად ფილმში 1977 წელს გადაიღეს. მელოდრამა „ჯულია“ დამწყები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 3 „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მერილი რეჟისორებმა შეამჩნიეს და სხვადასხვა როლიც შესთავაზეს. მსახიობის მორიგი ფილმი იყო „ირმებზე მონადირე“, რომელში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა ეს მისი შეყვარებულის - ჯონ კაზალეს გამო გააკეთა, ისიც მონაწილეობდა ფილმში და უკვე იცოდა მისი სენის (ძვლის კიბოს) შესახებაც.