არაამქვეყნიური სიყვარული, რომელიც როკ ვარსკვლავის თავს ტრიალებდა - ფრედი მერკურის და მერი ოსტინის სიყვარულის ისტორია - Marao

არაამქვეყნიური სიყვარული, რომელიც როკ ვარსკვლავის თავს ტრიალებდა - ფრედი მერკურის და მერი ოსტინის სიყვარულის ისტორია

2025-08-21 14:42:07+04:00

ყველასთვის საყვარელი ბრიტანელი ვოკალისტი ფრედი მერკური, მხოლოდ სიმღერით არ გამოირჩეოდა, მას ქონდა გნსხვავებული სიყვარულის ისტორია, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად დროს გაუძლო. 

  • საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს 

ფრედი მერკური და მერი ოსტინის ისტორია

ფრედი მერკური მხოლოდ სიყვარულზე არ მღეროდა - ის სიყვარულთან ერთად ცხოვრობდა. მისი სიყვარულის გასაღები მერი ოსტინს ეკავა. მარი და ფრედი ერთმანეთს 19710 წელს შეხვდნენ. მერი 19 წლის ხელოვნების სტუდენტი იყო, ფრედი კი ამომავალი ვარსკვლავი. ისინი ერთად თანაცხოვრობდნენ, სანამ ჯგუფი „Queen“ შეიქმნებოდა.

მერის და ფრედის სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როცა ფრედიმ საკუთარი სექსულობა აღიარა, მაგრამ მათ შორის დარჩა ღრმა კავშირი, რომელსაც ვერაფერი ცვლიდა. 

predi_meri

„ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ცრემლით დასრულდა, მაგრამ ამით ძლიერი კავშირი გაჩნდა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს“, - თქვა ერთხელ ფრედიმ.

როცა სხვები ცდილობდნენ მერის ადგილი დაეკავებინათ, ფრედი პასუხობდა: „ეს უბრალოდ შეუძლებელია.“

მერი ფრედისთვის არ იყო მხოლოდ შეყვარებული, არამედ ის იყო მისი სულიერი მეგობარი. როდესაც ფრედი გარდაიცვალა, მან მისი შემოსავლის 50% მერის დაუტოვა. მშობლებსა და დას მერკურის დანარჩენი ქონება დარჩათ - სანამ მშობლები ცოცხლები იყვნენ. ფრედის მშობლების გარდაცვალების შემდეგ მერიმ უკვე ფრედის ქონების 75 % მიიღო. მას მემკვიდრეობით დარჩა 37 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ლონდომში, 17 მილიონის ქონებამ ხელოვნების ნამუშევრები და ლუი XV-ის მდიდრული ავეჯი.

fredi_meri

მაგრამ ყველაზე წმინდა, რაც ფრედიმ მას დაუტოვა, იყო მისი ფერფლი. მხოლოდ მერის ანდო ეს საკითხი. მერიმ იცოდა სად უნდა განესვენებინა ფრედი. ადგილმდებარეობა დღემდე უცნობა.

  • გსმენიათ ფილმ "წითელი კარავის" შესახებ? - საინტერესო ფაქტები ქართველი რეჟისორის ფილმზე, რომლისთვისაც მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა 

ფრედი მერკურის ბიოგრაფია

ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი ფრედი მერკური 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. ფრედის ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა იყო.  მერკური გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად.

fredi_merkuri

1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics“ ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის“. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად.

predi_merkuri

  • ტყუილი თუ სიმართლე? რა არის ის სამი ამბავი, რომლისთვისაც სერიალი "გვირგვინი" საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს 

 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex“, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage-ად“. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.

ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად შეიცვალა სახელი და ფრედი მერკური დაირქვა.