"პირველი ფოტო 2015 წელსაა გადაღებული და მეორე გუშინ, 2025 წელს! მგონი ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩემს თავს! რაც კი ამ 5 წლის მანძილზე შემავსებელი, ანუ "ფილერი" გავიკეთე, უკლებლივ ყველა დავიშალე! მხოლოდ "სკულპტრას" და "დისპორტს" ვიკეთებ! ერთი წლის შედეგი: -10 წელი", - წეტს სოციალურ ქსელში დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე და ფოტოებს აქვეყნებს.


ეკა ბალანჩივაძის ოჯახი და კარიერა
ეკა ბალანჩივაძე ქართველი მოდის დიზაინერია, რომელმაც 2009 წელს დააარსა საკუთარი სტუდია „Atelier Eka Balanchivadze“. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, სითამამითა და თანამედროვეობისა და ტრადიციული ელემენტების შერწყმით.
დიზაინერი აქტიურად მონაწილეობს თბილისის მოდის კვირეულებში, სადაც წლების განმავლობაში წარადგენს კოლექციებს. მისი შემოქმედება ხშირად ხასიათდება ექსპრესიული ფორმებითა და მკვეთრი, არასტანდარტული დეტალებით.
ეკა ბალანჩივაძე ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, ვინც მხარს უჭერს თვითგამოხატვას, როგორც სტილის, ისე ცხოვრებისეული დამოკიდებულების თვალსაზრისით. საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს სტილთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოდა მხოლოდ ტანსაცმელი კი არა, შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაც არის.
"ცნობილი ქართველი ქალებიდან ნატო მეტონიძე მაღალი გემოვნებით გამოირჩევა! კიდევ რამდენიმე ქალბატონს დავასახელებდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი...", - ამბობდა ეკა.

მისი ინსპირაციის წყაროები მრავალფეროვანია – მათ შორის, ქართული კულტურა, თანამედროვე არქიტექტურა და ძლიერი ქალის არქეტიპი.
ეკა ასევე გამორჩეულია თავისი პირადი პოზიციებით: საჯაროდ საუბრობს სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობაზე და გამოხატავს მხარდაჭერას ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლებისადმი, მათ შორის – სილამაზის ინდუსტრიაში.
ეკა ბალანჩივაძე ასევე ცნობილი ექიმის, პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილის მეუღლე იყო, თუმცა წყვილმა დაშორების შესახებ რამდენიმე წლის წინ გაავრცელა ინფორმაცია. ეკას ორი ვაჟი, საბა და სანდრო ჰყავს. "- უფროს ვაჟს მოსწონს ჩემი ჩაცმის სტილი, უმცროსს აქვს შენიშვნები და ძალიან დელიკატურად გამოხატავს საკუთარ აზრს. ამიტომაც, როდესაც სანდროსთან ერთად მივდივარ, ვცდილობ, ისე არ მეცვას, რაც მას დისკომფორტს შეუქმნის", - ამბობდა ეკა.
