ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა რადიო "ფორტუნა პლუსის"გადაცემაში დიდი ხნის შემდეგ პირველად საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ნინიმ აღნიშნა, რომ მის შესახებ ხშირად ვრცელდება ჭორები, ზოგჯერ გამოგონილ რომანებსაც კი მიაწერენ ხოლმე. ნინიმ თქვა ისიც, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა მედიაში კომიკური სათაურებიც ამოუკითხავს:
"სათაურები უნდა შემეგროვებინა თავის დროზე, მაგალითად, იყო ასეთი: "ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვივით მარტოა".
ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მარტო აღარ არის და მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის სახელის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
"მე, ზოგადად, პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა, "მინდვრის თაგვივით" მარტო აღარ ვარ. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ და ვნახოთ", - თქვა ნინი ბადურაშვილმა.

ნინი ბადურაშვილის დიდი ოჯახი, ერთადერთი ქალიშვილი და კარიერა
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ნინის დიდი და ცნობილი ოჯახი ჰყავს. ნინი ბაბუა, იმედა კახიანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობია. იმედა კახიანსა და მის მეუღლეს, ფლორა ანთიძეს შეეძინათ ქალიშვილი, ეკა კახიანი. ეკა ასევე ცნობილი სახეა, რომელიც მსმენელმა ჯერ კიდევ "მზიურიდან" შეიყვარა. ეკას წლების მანძილზე წარმატებული სამსახიობო და მუსიკალური კარიერა ჰქონდა და, ამის პარალელურად, სამ შვილს ზრდიდა.

ნინი ბადურაშვილს ორი და, ანასტასია და ქეთო თოფურიძეები ჰყავს. თავად ნინის კი ერთი ქალიშვილი - ელენე კუტალაძე შეეძინა.
წლების მანძილზე ბევრი იწერებოდა ნინის ქორწინებაზე რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენზე, ირაკლი კუტალაძეზე. წყვილი ერთად სულ რამდენიმე თვის მანძილზე იყო, თუმცა ელენე ინარჩუნებს მამასთან კარგ ურთიერთობას.

დღეს ნინი აქტიურადაა დაკავებული მუსიკალური კარიერით და ერთგულ მსმენელს ახალი ნამუშევრებითაც ანებივრებს.