სიამის ტყუპების უცნაური ქორწინება: ერთი და დაქორწინდა, მეორე კი წინააღმდეგი იყო - Marao

სიამის ტყუპების უცნაური ქორწინება: ერთი და დაქორწინდა, მეორე კი წინააღმდეგი იყო

2025-07-16 12:03:18+04:00

კარმენ და ლუპიტა ანდრადეები არიან  სიამის (შეზრდილი) ტყუპები, რომლებიც დაიბადნენ 2000 წელს ვერკრუზში, მექსიკაში და ბავშვობიდან გაიზარდნენ ნიუ მილფორდში, კონექტიკუტში, აშშ–ში.

მათ აქვთ ცალ-ცალკე გული, ფილტვი და კუჭი, მაგრამ აქვთ საერთო ღვიძლი და სასქესო სისტემა. თითოეულს აქვს ერთი ფეხი -  კარმენს - მარჯვენა, ლუპიტას - მარცხენა. გოგონებს ჰქონდათ ჯანმრთელობის გამოწვევები, მაგ. ლუპიტას აქვს სქოლიოზი და ისინი ექვემდებარებიან მკურნალობა. ექიმების აზრით, მათი გაცალკევება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ნიშნავს, რომ მათ დამოუკიდებლად ფუნქციონირება აღარ შეეძლებათ, ამიტომ ოპერაციისგან თავს იკავებენ. 

siamis_tyupebi

კარმენ და ლუპიტა ანდრადეები დღეს 

24 წლის ცნობილ სიამის ტყუპს, კარმენ და ლუპიტა ანდრადეებს, დღეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. ექიმები ვარაუდობენ, რომ ლუპიტას შეიძლება სულ მალე მუდმივად ჟანგბადის ბალონზე ყოფნა მოუწიოს.

ისინი მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როცა 2024 წლის გაზაფხულზე სხვა სიამის ტყუპის, დები ჰენსელების ამბავი განიხილებოდა – ერთ-ერთი მათგანი დაქორწინდა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა საქორწილო ფოტოებმა გამოავლინა. თუმცა კარმენი და ლუპიტაც არანაკლებ ცნობილი არიან.

  • ორი დღეა მედია მხოლოდ მათზე წერს - როგორ დაქორწინდნენ მსოფლიოში ცნობილი სიამის ტყუპები 

კარმენმა დანიელ მაკკორმაკი დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიცნო და რამდენიმე წლის ურთიერთობის შემდეგ ჩუმად დაქორწინდნენ, საზოგადოების ყურადღების თავიდან ასაცილებლად. ქორწილი გასულ წელს შედგა, თუმცა სწორედ ახლა გაასაჯაროვეს ამ ამბის დეტალები. მასმედიისთვის სწორედ ამიტომ გახდა ეს თემა აქტუალური თემა , განსაკუთრებით ლუპიტას ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე.

siamis_tyupebi

მიუხედავად იმისა, რომ დანიელი მხოლოდ კარმენზეა დაქორწინებული, მათ სხეულს კარმენის ტყუპისცალი ლუპიტაც იზიარებს. ქალებს საერთო აქვთ რეპროდუქციული სისტემა, რაც ურთიერთობებს კიდევ უფრო რთულს ხდის. დანიელი ხშირად პასუხობს კითხვებს თავისი ურთიერთობის შესახებ და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ცოლი მხოლოდ ერთი ჰყავს. ლუპიტა კი ამბობს, რომ ასექსუალია და მამაკაცები არ აინტერესებს. მას არ ესმის არც დაქორწინების იდეა და არც საქორწილო ბეჭდის შერჩევა მოუწონებია დასისთვის.

  • ორი სული ერთ სხეულში: როგორ ცხოვრობენ სიამის ტყუპები, რომლებმაც ბავშვობაში უარი თქვეს განშორებაზე

რამდენიმე წლის წინ კარმენი ამბობდა: „დანიელთან ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ინტიმური ურთიერთობა არ გვაქვს. ვფიქრობთ ნიშნობაზე, მაგრამ ჯერ უბრალოდ ერთად ცხოვრებას ვაპირებთ. გვიყვარს ბავშვები, მაგრამ შვილები არ გვინდა. მე ძალიან მომწონს ძაღლის დედობა! ლუპიტას და მე არ შეგვიძლია დაორსულება – გვაქვს ენდომეტრიოზი და ვიღებთ ჰორმონულ ბლოკატორებს მენსტრუაციის შესაჩერებლად.“

წაიკითხეთ სრულად