ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი - Marao

ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი

2025-07-16 15:26:59+04:00

პრინცესა დიანას ცხოვრება მუდმივად იყო მედიის, ხალხისა და სამეფო ოჯახისგან დაკვირვების საგანი. მუდმივად ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ ცხოვრებდა ლედი და მუდმივად იყო დაკვირვების ქვეშ. მაგრამ იყო ერთი რომანი, რომელიც არც ტაბლოიდებში გაშიფრულა და არც ბუკინგემის სასახლის კედლებს გაცდენილა. ასეთი რომანი იყო დაიანასა და ოლივერ ჰოარის ფარული სიყვარული.

daiana_oliveri

  • სიბრძნის, სიმბოლიზმისა და ელეგანტურობის სინთეზი - ელიზაბედ II-ის სტილი 

ვინ იყო ოლივერ ჰოარი?

ოლივერ ჰოარი იყო ბრიტანული ელიტის წარმომადგენელი, რომლის სახელსაც საზოგადოება მანამ ვერ გაიგებდა სანამ მისი ფარული ურთიერთობა პრინცესა დაიანასთან არ გამჟღავნდებოდა. 

ოლივერ ჰოარი 1945 წელს ლონდონში დაიბადა. კარიერა დაიწყო პრესტიჟულ აუქციონის სახლ Christie’s-ში, სადაც ძალიან მალე გახდა აღმოსავლური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი. ის ისლამური, სპარსული და შაუა აღმოსავლეთის ხელოვნების სპეციალისტი იყო, რაც იმდროინდელ ბრიტანეთში იშვიათის და მაღალი შეფასების დარგი იყო.

oliver_hoari

სწორედ მისი პროფესიული წრეებისა და კულტურული კავშირების მეშვეობით ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა სამეფო ოჯახთან, ამასთან მჭიდრო კონტაქტში იყო არაბ მეფეებთანაც კი.

ჰოარს ჯქონდა კლასიკური ინგლისური იერი. ის დაქორწინებული იყო ფრანგი არისტოკრატი ქალბატონის,  დიან დე ბომანის ქალიშვილზე. ამის გამო ჰოარს ხშირად შეხვდებოდით კულტურულ თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე. ჰოარს ჰყავდა შვილებიც, თუმცა პირადზე მუდმივად დუმდა და დისტანციას იცავდა.

  • უყვარდა შოტლანდიური ვისკი და იღებდა ვიტამინი B12-ის ინექციებს ენერგიისთვის: ამბები იმ ქალის შესახებ, რომელიც ვერავინ დააჩოქა 

პრინცესა დიანასა და ოლივერ ჰოარის რომანი

პრინცესა დაიანას ცხოვრება, გარედან რომ შევხედავთ ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ ამ ზღაპარში ბევრი სევდა და ტკივილი იმალებოდა. სწორედ ამის ფონზე გამოჩნდა იდიმალი ურთიერთობა დაიანასა და ოლივერს შორის.

დაიანა და ჰოარი ერთმანეთს 1990-იან წლებში შეხვდნენ, მაშინ როცა პრინცესა უკვე დაშორებული იყო პრინც ჩარლზს. ოლივერი ამ დროს უკვე ცნობილი ხელოვნების ექსპერტი იყო.

oliver_hoari

  • 3 უცნობი ამბავი "ამერიკის პრინცესის" შესახებ: ივანკა ტრამპის გზა მეოცნებე გოგოდან ნამდვილ ლედიმდე 

მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ჰოარი დაინას ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა, უსმენდა და დაიანა მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა. 

ბრიტანული ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ დაიანა ჰოარს დღის მანძილზე ბევრჯერ ურეკავდა, ხშირად ღამის საათებშიც კი. 

ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა, როცა ოლივერ ჰოარი კენსინგტონის სასახლეში იმყოფებოდა, სახანძრო განგაშის გამო, ღამით სასახლე შიშველმა დატოვა, რათა არავის დაენახა.

ეს ამბავი მალევე გავრცელდა პრესაში. სამეფო ოჯახმაც იცოდა, რომ დაიანასა და ჰოვარის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო.

მიუხედავად რომანისა, ოლივერი არასდროს დაშორებია ცოლს. ამის გამო დაიანასა და ჰოარს მოუწია დაშორებოდნენ ერთმანეთს. დაიანამს ეს დაშორება ძალიან განიცადა. ცნობილია, რომ მან ჰოარის ცოლსაც მიწერა წერილი, სადაც პატიებას სთხოვდა შექმნილი მდგომარეობისთვის. დაიანას სჯეროდა, რომ ოლივერის გვერდით შეეძლო სულიერი სიმშვიდე ეპოვა.

„მე არ მინდა ადამიანი, ვისაც ჩემი ტიტული მოეწონება. მინდა ადამიანი, ვისაც შევუყვარდები, როგორც ადამიანი“ - ამბობდა დაიანა.

oliver_hoari

დაიანას გარდაცვალების შემდეგ, ოლივერ ჰოარი არასდროს გამოჩენილა საჯაროდ ამ თემაზე სასაუბროდ. არც ლედის დაკრძალვაზე მისულა, მაგრამ მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ დაიანას გარდაცვალებით ოლივერი ძალიან იტანჯებოდა.