კვების 5-დღიანი დეტალური სქემა მონიკა ბელუჩისგან: როგორ ინარჩუნებს სილამაზის სიმბოლო ფორმას - Marao

კვების 5-დღიანი დეტალური სქემა მონიკა ბელუჩისგან: როგორ ინარჩუნებს სილამაზის სიმბოლო ფორმას

2025-07-16 16:27:13+04:00

მონიკა ბელუჩი, იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და ბუნებრივად ელეგანტური ვარსკვლავი, წლების განმავლობაში რჩება სილამაზისა და ქალურობის სიმბოლოდ. ის არ არის მოდური დიეტების მიმდევარი, არც გიჟურ ვარჯიშს ემხრობა  და სწორედ ამით იქცა უნიკალურ მაგალითად მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს ჯანმრთელობასა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას შორის.

ბელუჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი სილამაზე მოდის არა თვითკონტროლისგან, არამედ სიყვარულისგან - საკუთარი სხეულის, ცხოვრების, საჭმლისა და თავისუფლების. მისივე სიტყვებით რომ გითხრათ: 

"არ ვარ დიეტების მოყვარული. მირჩევნია, ვიყო ჯანმრთელი და ცოტათი მრგვალი, ვიდრე გამხდარი და უბედური".

მისთვის ზედმეტი აკრძალვები არასდროს ყოფილა გზა ფორმის შენარჩუნებისთვის. მონიკა თვლის, რომ სხეულის მოვლა იწყება შინაგანი ჰარმონიით და საკუთარი თავის მიღებით.

მონიკა ბელუჩისთვის სილამაზე არის ის, რაც მოდის შინიდან. იგი თვლის, რომ ქალი ყველაზე ლამაზია მაშინ, როცა არის თავდაჯერებული, მშვიდი და ბედნიერი. მისი მიდგომა ქმნის სრულიად განსხვავებულ სილამაზის მოდელს, რომელიც არ ეფუძნება სრულყოფილ ზომებს, არამედ ნამდვილობას.

სწორედ ამიტომაა, რომ მის რაციონში შეხვდებით პასტას, თევზს, ხორცს, ხილს, უყვარს ცურვა, იოგა, მსუბუქი ვარჯიში. ქვემოთ კი გთავაზობთ კვების 5-დღიან დეტალურ რეჟიმს, რომელსაც მონიკა ბელუჩი იცავს: 

monika

დღე I

საუზმე: 1 ულუფა იოგურტი ხილით;

სადილი: მწვანილი - 100გ. შეზავებული ზეითუნის ზეთით, მოხარშული ძროხის ხორცი - 200გ. ერთი ნაჭერი პური, კენკრა - 150გ. 

ვახშამი: მოხარშული ბრინჯი - 50გ. ყველი - 10გ. ხილის ან ბოსტნეულის სალათა - 100გ.

დღე II

საუზმე: ტოსტი ჯემის თხელი ფენით, რძიანი (2,5%) ფინჯანი ყავა;

სადილი: ორი კვერცხის ერბოკვერცხი, ორთქლზე მომზადებული ყაბაყი (200გ), ერთი ნაჭერი უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), ერთი ფორთოხალი;

  • 40+ ვარსკვლავები საქართველოში და უცხოეთში: როგორ უვლიან თავს ჩვენს ქვეყანაში და საზღვრებს გარეთ

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა - 100გ. მოხარშული უცხიმო ძროხის ხორცი - 120გ.  უხეშად დაფქული ხორბლის პური - 50გ. ნებისმიერი ხილი - 1ც. 

monica

დღე III

საუზმე: ტოსტი ჯემის თხელი ფენით, ლიმონიანი მწვანე ჩაი - 1 ფინჯანი, გრეიპფრუტი - 1ც. 

სადილი: მოხარშული კარტოფილი ზეითუნის ზეთისა და კამის გარნირით - 200გ. ნაკლებცხიმიანი ყველი - 100გ. 

ვახშამი: სპაგეტი ზეითუნის ზეთისა და ტომატის სოუსით - 150გ.  ნებისმიერი ხილი - 1ც. (გარდა ბანანისა და ხურმისა).

დღე IV

საუზმე: მაგარი ყველის ნაჭერი - 40გ. ნატურალური იოგურტი თაფლით;

სადილი: მოხარშული ბრინჯი - 50გ. ორთქლზე მომზადებული ყაბაყი - 100გ. ხბოს მოხარშული ხორცი - 100გ. უხეშად დაფქული ხორბლის პური - 40გ.  კენკრა - 150გ.

  • მანანა მგალობლიშვილის რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ "ახალგაზრდობის კოქტეილი" 4 ინგრედიენტით

ვახშამი: უცხიმო თევზი - 200გ. ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით - 150გ.  უხეშად დაფქული ხორბლის პური - 40გ.  ვაშლი - 1ც. 

monica

დღე V

საუზმე: ჯემიანი ტოსტი, ბოსტნეულის წვენი - 1ჭ.

სადილი: მწვანილის სალათა მცენარეული ზეთით - 200გ. ხორბლის მაკარონი - 100გ.  ყურძენი - 1 მტევანი/ფორთოხალი - 1ც. 

ვახშამი: მწვანილის სალათა მცენარეული ზეთით - 50გ. ორთქლზე მომზადებული უცხიმო თევზი - 200გ. ნებისმიერი ხილი - 1ც. 

ამ დიეტის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის წყლის მიღება - წყალი უნდა მიიღოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსის შესაბამისად - სქემა: რამდენი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დღეში

ხუთდღიანი ციკლის დასრულებით შემდეგ მიჰყვებით დიეტას კვლავ პირველი დღიდან - გისურვებთ ჯანმრთელობას!