"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა" - ახალბედა დედის, უმშვენიერესი თათა ვასაძის ოჯახური იდილია - Marao

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა" - ახალბედა დედის, უმშვენიერესი თათა ვასაძის ოჯახური იდილია

2025-07-18 17:52:10+04:00

ლევან ვასაძეს შვილი, თათა ვასაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. თათა სულ ცოტახნის წინ პატარა ნინას დედა გახდა. ამჯერად თათა საკუთარ გვერდზე გამომწერების კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე, თუ ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეუძლია გააკეთოს ცხოვრებაში, თათა პასუხობს, რომ ოჯახის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანია.

tata_vasadze

  • ლევან ვასაძის შვილისშვილი - თათა ვასაძე შვილის ფოტოებს აზიარებს 

კითხვაზე: "ორსულობაში წონას როგორ ინარჩუნებდი?" -  თათა პასუხობს, რომ არ იკვებება არაჯანსაღი საკვებით. "Fast Food ძალიან არ მიყვარს და ორსულობამდეც და მერეც ჯანსაღად ვიკვებებოდი, თან ვცდილობდი საღამოობით ფეხით მევლო (ბოლოს უფრო და უფრო მომწონდა სეირნობა)."

tata_vasadze

შემდეგ კითხვაზე  - "საინტერესო იქნება თუ ისაუბრებთ დამოუკიდებელი ცხოვრების გამოწვევებზე: ვგულისხმობ დედობას, სამსახურს. ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხართ, ვგიჟდები, როცა ვხედავ, როგორ ცდილობთ შვილთან ერთად აკეთოთ საქმე."

თათას თქმით, ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია: "დიდი მადლობა, მე ჯერ ვსწავლობ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას, პრიორიტეტების სიაში ჩემთვის ოჯახზე წინ ვერაფერი ვერ იდგება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენერგიას დავიშურებ ჩემი საყვარელი საქმიანობითვის".

tata_vasadze

  • ახალგაზრდა მოცეკვავე დედის ამპლუაში: თათა ვასაძის ახალი ცხოვრება და ოჯახური კადრები შვილთან და მეუღლესთან ერთად 

თათა ამბობს, რომ თეთრი შაქარი ამოიღო რაციონიდან და დაიწყო ვარჯიში, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მალევე ჩადგა ფორმაში.

tata_vasadze

კითხვაზე - "როგორ გადაწყვიტე ასეთ პატარა ასაკში ოჯახის შექმნა და დედობა?" - თათამ განმარტა, რომ მისთვის ეს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა: "ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა, ყველას თავისი "სწორი" ასაკი აქვს ოჯახისთვის. მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე. ყველას ვუსურვებ იმის პოვნას, რასაც ეძებს".

tata_vasadze

  • "პირველი შვილის მოლოდინში" - ორსული თათა ვასაძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს 

თათა ვასაძე

თათა ვასაძეს ბიოგრაფია თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.