ღალატი პირდაპირ Coldplay-ის კონცერტზე: ვინ არიან ვიდეოში, რომელიც ვირუსულად ვრცელდება - Marao

ღალატი პირდაპირ Coldplay-ის კონცერტზე: ვინ არიან ვიდეოში, რომელიც ვირუსულად ვრცელდება

2025-07-18 11:35:32+04:00

Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლეგასთან ერთად ღალატში გამოიჭირეს. ამბავი, ერთი შეხედვით, კომიკურია და ყველა სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. 

  • ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი 

ოთხშაბათს ღამით ბოსტონში პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, Coldplay-ის კონცერტი გაიმართა. კონცერტს, ტრადიციისამებრ, თან ახლდა ე.წ. Kiss Cam (კოცნის კამერა), სადაც დროდადრო დიდ ეკრანზე ჩნდებიან წყვილები. სწორედ ამ მომენტში, კონცერტის ყველა დამსწრემ, მოგვიანებით კი მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი და მისი კომპანიის ადამიანური რესურსების მიმართულების დირექტორი, კრისტინ კაბოტი. როგორც ცნობილი გახდა, ორივე მათგანი დაქორწინებულია, თუმცა არა - ერთმანეთზე. მათ მეუღლეები და შვილები ჰყავთ.  

kiss_cam

რა მოხდა Coldplay-ის კონცერტზე? 

ვირუსულ კადრებში ჩანს, როგორ უხერხულად ხტებიან ერთმანეთის ენდი ბაირონი და კრისტინ კაბოტი. დიდ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ კი ერთი მათგანი ერთ მხარეს, მეორე კი - მეორე მხარეს იმალება. 

  • 3 უცნობი ამბავი "ამერიკის პრინცესის" შესახებ: ივანკა ტრამპის გზა მეოცნებე გოგოდან ნამდვილ ლედიმდე

TikTok-ზე მომხმარებელი, @instaagrace-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ ამბობს Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი: „ოჰ, შეხედეთ ამ ორს“, როდესაც კამერა ბაირონსა და კაბოტს აჩენს. ბაირონმა, რომელსაც კაბოტზე ხელები ჰქონდა შემოხვეული, სწრაფად გაუშვა და დაიმალა, როდესაც მისმა კოლეგამ სახე ხელები აიფარა და ჩაიმუხლა, რათა კამერაში არ გამოჩენილიყო. 

„ოჰ, რა... ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან“, - ხუმრობდა მარტინი, როდესაც წყვილი კამერებს დაემალა.

coldplay

კომპანიის LinkedIn გვერდის თანახმად, ბაირონი 2023 წლიდან ნიუ-იორკში დაფუძნებული მონაცემთა დამუშავების პლატფორმის, Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორია, ასევე LinkedIn-ის ცნობით კი, კაბოტი გუნდს ცხრა თვის წინ შეუერთდა.

  • უყვარდა შოტლანდიური ვისკი და იღებდა ვიტამინი B12-ის ინექციებს ენერგიისთვის: ამბები იმ ქალის შესახებ, რომელიც ვერავინ დააჩოქა 

უხერხულ კადრებს და ინტიმურ ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ხუმრობა მოჰყვა. არაერთი კომენტარი დაიწერა, რომ მოღალატეები საბოლოოდ აუცილებლად გამომჟღავნდებიან. სახალისო კადრები კი ე.წ. მიმების კარგად წყაროდ იქცა. ამ თემაზე, ალბათ, მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთ იუმორისტულ ფოტოსა თუ ვიდეოს შეხვდებით.