21 შვილის დედის, 27 წლის კრისტინა ოზთურქის დიდი დაბრუნება და გრანდიოზული წვეულება 60 წლის ქმრისთვის: რას წერენ ბათუმში მცხოვრები კრიმინალის შესახებ - Marao

21 შვილის დედის, 27 წლის კრისტინა ოზთურქის დიდი დაბრუნება და გრანდიოზული წვეულება 60 წლის ქმრისთვის: რას წერენ ბათუმში მცხოვრები კრიმინალის შესახებ

2025-07-18 13:01:30+04:00

ალბათ, ბევრ თქვენგან ემახსოვრება 2 წლის წინ ქართულ მედიაში ვირუსულად გავრცელებული ამბავი ბათუმში მცხოვრები რუსი ინფლუენსერის შესახებ, რომელიც 21 შვილი ჰყავდა. 27 წლის, კრის­ტი­ნა ოზ­თურ­ქის მეუღლე კრიმინალი მილიონერი, ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბა­რო­ნი გა­ლიპ ოზ­თურ­ქია. გალიპი სულ ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. "დედა-ინფლუენსერის" დაბრუნება სოციალურ ქსელში კი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება - კრისტინა ოზთურქიმ ფოტოები მეუღლის დაბრუნების აღსანიშნავად გამოაქვეყნა. 

როგორც ცნობილია,  გა­ლიპ­მა ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­თვის რვაწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი­დან მხო­ლოდ ორი წელი მო­ი­ხა­და.

kozturk

ვინ არიან კრისტინა და გალიპ ოზთურქები და რა აკავშირებთ საქართველოსთან? 

გა­ლი­პი და­ი­ბა­და 1965 წელს სამ­სუ­ნის აი­ვა­ჯი­კის რა­ი­ონ­ში და არის Metro Turism-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თურ­ქე­თის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო გა­დამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის. ის 2018 წელს სტამ­ბო­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იქ­ცა მას შემ­დეგ, რაც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა მისი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის გა­ნა­ჩე­ნი Metro Turism-ის თა­ნამ­შრომ­ლის – ქუ­ვე­ით ქო­სე­ოღ­ლუს – 1996 წელს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

გა­ლი­პის პა­ტიმ­რო­ბის ფონ­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ჩუ­მის შემ­დეგ კრის­ტი­ნას ბოლო ინ­სტაგ­რამ პოს­ტი 2023 წლის ნო­ემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა – კრის­ტი­ნამ გუ­შინ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს ოჯა­ხის მზა­დე­ბა გა­ლი­პის და­სახ­ვედ­რად.

 "ეს მოხ­და“, – და­წე­რა კრის­ტი­ნამ ვი­დე­ოს ქვეშ, სა­დაც ჩანს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ის მე­უღ­ლის­თვის, ხოლო ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი – მათ შო­რის გა­ლი­პის ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან – მა­მის შე­სახ­ვედ­რად თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ.

ვი­დეო რე­ა­ლუ­რად 28 ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა, რად­გან სწო­რედ ამ დღეს და­ტო­ვა ოზ­თურ­ქმა სა­პა­ტიმ­რო. ამ მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, კრის­ტი­ნამ მდიდ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო სახ­ლში, ბა­თუმ­ში – სა­დაც გა­ლი­პი და კრის­ტი­ნა ცხოვ­რო­ბენ. 60 წლის გა­ლი­პი, ცოლ­ზე 32 წლით უფ­რო­სია.

თურ­ქულ­მა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ Haberler-მა 30 ივ­ნისს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ავ­ტო­ბუ­სე­ბის სერ­ვი­სის Metro Tourism-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ცი­ხი­დან "მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით" გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­მო­ცე­მის მიერ მო­პო­ვე­ბულ კა­მე­რის ბუნ­დო­ვან კად­რებ­ში ჩანს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ლი­პია და თა­ვის ნა­თე­სა­ვებს ეხ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის „კარ­თან“ ელოდ­ნენ, სა­ნამ მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რე­ბო­და.

კრის­ტი­ნა წარ­მო­შო­ბით მოს­კო­ვი­დან არის და გა­ლიპს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუ­მის დას­ვე­ნე­ბი­სას შეხ­ვდა.

ozturk

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, კრის­ტი­ნამ მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა აღ­წე­რა, რო­გორც ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი, და დას­ძი­ნა, რომ თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო მისი "მენ­ტო­რი, მეგ­ზუ­რი და ზღაპ­რუ­ლი პრინ­ცი ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი".

გა­ლიპ­მა და­ა­მა­ტა: "მას­თან ყოფ­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ის ყო­ველ­თვის იღი­მის და ამა­ვე დროს არის მორ­ცხვი და იდუ­მა­ლი. ის ისე­თი ცოლი იყო, რო­გო­რიც ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ის ბრი­ლი­ან­ტია, რო­მელ­შიც და­ვი­ნა­ხე, სუფ­თა და კე­თი­ლი გული".

წყვი­ლის­თვის მოვ­ლე­ნე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, კრის­ტი­ნა და მისი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ვიკა გა­ლი­პთან ერ­თად ბა­თუმ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

კრის­ტი­ნას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ლი­პი მას­ზე 32 წლით უფ­რო­სი იყო და სა­კუ­თა­რი ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბი ჰყავ­და, ოჯა­ხის­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ჰქო­ნია.

წყვი­ლი 2021 წელს მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, რო­დე­საც კრის­ტი­ნამ და­წე­რა, რომ 2020 წლის მარ­ტი­დან 2021 წლის ივ­ლი­სამ­დე 168,000 ევრო და­ხარ­ჯეს სუ­რო­გა­ტებ­ზე – მათ­გან 20 ბავ­შვი ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­ბა­და...წაიკითხეთ სრულად