ბავშვური გულწრფელობა და დაუვიწყარი როლები, სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან თურქთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსხიობი ბავშვები. მათ სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვეს სახელი და მაყურებლის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს. გთავაზობთ სამ ყველაზე პოპულარულ ბავშვს, რომელბიც არა მარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოში გახდენენ პოპულარულები თავისი შესრულებული როლებით.
თურქული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი მსახიობი, ბერენ გოქილდიზი, ტელემაყურებლის გულები ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიპყრო და ამის შემდეგ დაიწყო მისის სამსახიობო კარიერა.
ბერენი დაიბადა 2009 წლის 29 სექტემბერს სტამბოლში. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, კამერის წინ საოცარი ბუნებრიობითა და მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. მისი სამსახიობო კარიერა 2014 წელს დაიწყო სერიალში „Kocamın Ailesi“, სადაც Pelin-ის როლი შეასრულა.
თუმცა ნამდვილ პოპულარობას 2016 წლის დრამამ „Anne“ მოუტანა, სადაც მან ითამაშა პატარა გოგონა მელეკ აკჩაის როლი, ბავშვი რომელიც მოძალადე ოჯახიდან თავის დაღწევას ცდილობს.
ბერენ გოქილდიზი მხოლოს ამ ერთი წარმატებული როლით არ გაჩერებულა, ამის შემდეგ, იგი გამოჩნდა ცნობილ პროექტებში, როგორიცაა: „Kızım“, „Bizim Hikaye“, „Mucize Doktor“, და სხვა ცნობილი სერიალები.
2023 წელს მან მთავარი როლი მოირგო ახალ პროექტში „Yeşil Vadi'nin Kızı“.
მისი ტალანტი არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ბერენმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
ბერენი აჟამად დადიდ სკოლაში და პარალელურად წარმატებით უმკლავდება სამსახიობო კარიერას. მშობლები დიდ ყურადღაბას აქცევენ, რომ სამსახიობო კარიერამ არ დააკარგვინოს ბავშვობა, ის ისევე როგორც სხვა მისი თანატოლები მეგობრებთან ერთად ერთობა.
იზაბელა დამლა გუვენლირი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული ბავშვი მსახიობია თურქულ სატელევიზიო სივრცეში. თავისი საოცარი ნიჭით, ემოციურობითა და ბუნებრობით ის მალევე გახდა თურქეთისა და საერთაშორისო აუდიტორიის საყვარელი პატარა ვარსკვლავი.
იზაბელა დაიბადა 2009 წლის 18 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, თურქი დედისა და ალბანური წარმოშობის მამის ოჯახში. პატარაობიდანვე გამორჩეული იყო ქარიზმითა და თავდაჯერებულობით. ბავშვობა ოჯახთან ერთად სტამბოლში გაატარა.
იზაბელას წარმატების მთავარი ბიძგი იყო 2014 წელს დაწყებული სერიალი „Elif“, რომელშიც მან მთავარი როლი — ელიფის პერსონაჟი შეასრულა. პატარა გოგონა, რომელმაც რთულ პირობებში ბევრი განსაცდელის მიუხედავად შეინარჩუნა სიკეთე, რწმენა და სიყვარული, მილიობით მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა.
სერიალი თარგმნილია და ნაჩვენებია 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ლათინურ ამერიკაში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ბალკანეთში. იზაბელას შესრულებამ მსოფლიო პრესაც კი აალაპარაკა
„ელიფის“ შემდეგ იზაბელამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სერიალში, მათ შორის: „Baharı Beklerken“, „Kadın“ „Kader Oyunları“- სადაც 2023 წელს Elfin-ის პერსონაჟი განასახიერა.
მიუხედავად იმისა, რომ იზაბელა უკვე საკმაოდ ცნობილი სახეა, იგი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა. სწავლობს სტამბოლის ერთ-ერთ კერძო სკოლაში და პარალელურად აგრძელებს სამსახიობო საქმიანობას.
ამბავი სიჩუმიდან: მარია კალასის გამოუქვეყნებელი წერილი
მიუხედავად პატარა ასაკისა, ბერატ რუზგარ ოზკანი არის პატარა თურქი მსახიობი, რომელმაც მაყურებლის გულები მალევე დაიპყრო.
ბერატ რუზგარი დაიბადა 2014 წლის 16 სექტემბერს თურქეთში. სამსახიობო კარიერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო, თავდაპირველად მონაწილეობდა სხვადასხვა რეკლამაში. მან მალევე მიიპყრო რეჟისორებისა და მაყურებლების ყურადღება თავისი უშუალობითა და კამერის წინ თავისუფალი ქცევით.
ბერატის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული როლი იყო თურქულ სერიალში "Emanet" ("მემკვიდრეობა"), სადაც მან პატარა იუსუფის პერსონაჟი განასახიერა. ეს სერიალი ძალიან პოპულარული გახდა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის საქართველოშიც.
გარდა ტელესერიალებისა, ბერატმა მონაწილეობა მიიღო კინოფილმშიც – „Adanış: Kutsal Kavga“ ("წმინდა ბრძოლა"), რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო მისი კარიელური ზრდისკენ.
ასევე, მონაწილეობდა სხვადასხვა ბრენდის რეკლამებში.
2025 წლის მონაცემებით, ბერატი აგრძელებს სამსახიობო კარიერას და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად მონაწილეობს ახალ სერიალებსა და კინოპროექტებში.
იგი პარალელურად სწავლობს და ცდილობს დააბალანსოს კარიერა და განათლება.