მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა. ნინასა და ირაკლის შემდეგ, მას გოგონა შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვეს. ნანუკამ კირას ფოტოები საზოგადოებას წარწერით "კირა, მადლობა ღმერთო" გაუზიარა.



ნანუკამ ასევე გააზირა კირას და ნინას საოცარი ფოტო, რომელმაც გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნანუკა გულუა
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით.
ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავთ, ხოლო მესამე შვილი სულ ახლახან შეეძინათ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.
„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.