ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის კანის დაავადებები, რომელსაც მზის სხივების ზემოქმედება იწვევს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუ ყოველდღიურად გამოვიყენებთ SPF-ს 30+ დაცვით.
მსოფლიოს მასშტაბით მელანომა და კანის სხვა სიმსივნური დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, რისი მაღალი პროცენტით პრევენციაც სწორედ მზისგან დამცავ ფაქტორებს შეუძლია. ისინი ერთგვარ „კანის მაშველებად“ გვევლინებიან.
დეტალურად განვიხილოთ, რა როლი აქვს მზისგან დამცავს კანის დამწვრობისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციაში:
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. ნამზეური უკვე კანის დაზიანებას ნიშნავს. UVA/UVB სხივები პირდაპირ აზიანებს დნმ-ს და სწორედ უჯრედში მომხდარი ცვლილებების ხარჯზე იცვლება კანის ფერი.
პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნა დიდი სტრესია კანისთვის და საზიანოა ზოგადად ორგანიზმისთვისაც. სხვადასხვა გართულებისა თუ ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში კი მზის სხივებმა შეიძლება მათი პროვოცირება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ SPF აღნიშნულისგან 100%-ით ვერ გვიცავს, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მზის სხივების ზემოქმედება ჩვენზე და მინიმუმ დნმ-ის დაზიანება და დამწვრობა აგვარიდოს თავიდან.
რამდენ ფაქტორიანი მზისგან დამცავი რამდენი პროცენტით გვიცავს?
რაც უფრო მაღალია მზისგან დამცავი ფაქტორი, მით უფრო ხანგრძლივად და უკეთ გვიცავს ის:
გასათვალისწინებელია, რომ დაცვის ხარისხი დამოკიდებულია SPF-ის სწორად მოხმარებაზეც. რეკომენდებულია, ის მზეზე გასვლიდან 15 წუთით ადრე გადავინაწილოთ კანზე და განვიახლოთ ყოველ 2 საათში ერთხელ და წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ. სრულყოფილი დაცვისთვის მნიშვნელოვანია SPF საკმარისი რაოდენობით დავიტანოთ კანზე. სახის შემთხვევაში დოზა შეგვიძლია განვსაზღვროთ შემდეგნაირად: საჩვენებელი და შუა თითის სიგრძეზე დავიტანოთ საცხი და ნელ-ნელა, მასაჟის მოძრაობით გადავინაწილოთ სახეზე, რომ კანმა შეწოვა მოასწროს.
კვლევების თანახმად, მზისგან დამცავი საშუალების (15-იან ფაქტორზე მეტის მოხმარების შემთხვევაში) მელანომის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება, თუმცა დაავადებისგან სრულყოფილად დაცვისთვის ეს საკმარისი არ არის. ექიმები გვირჩევენ, მოვერიდოთ პირდაპირ მზის სხივებს დილის 10-დან 4 საათამდე, ვატაროთ სათვალე, ქუდი და ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი. გასათვალისწინებელია, რომ ქოლგას მხოლოდ 10-15-ფაქტორიანი დაცვა აქვს და სათანადოდ ვერ ფილტრავს UVB სხივებს.
თუ ზღვის კურორტზე დასვენებას გეგმავთ, თუმცა „კანის მაშველი“ ჯერ არ შეგირჩევიათ, გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს სხვადასხვა შემადგენლობითა და ბიუჯეტით:
მზისგან დაცვა არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული - ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის, SVR-ის ეს სტიკი იდეალურია დამცავის სწრაფად და ჰიგიენის დაცვით განახლებისთვის. არის მსუბუქი, არ ტოვებს თეთრ ლაქებს, კომპაქტურობის გამო კომფორტულია ყოველდღიურად სატარებლად და რაც მთავარია აქვს მაღალი დაცვა - SPF 50.
„სებამედის“ მაღალეფექტური UVA/UVB გამფილტრავი სისტემა იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ლოსიონი შეიცავს B5 და E ვიტამინებს. ხელს უშლის პიგმენტური ლაქების გაჩენას და კანს იცავს ნაადრევი დაბერებისგან. იდეალურია ზღვის სანაპიროზე და აუზზე გამოსაყენებლად, რადგან მდგრადია წყლის მიმართ. არის ფიზიკური დამცავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირეკლავს მზის სხივებს.
ფრანგული ბრენდის „კოდალის“ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი უზრუნველყოფს სახის კანის დაცვას მზის UVA/UVB სხივების ზემოქმედებისგან. ასევე იცავს მას ფოტოდაბერებისგან და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
იდეალურია მგრძნობიარე კანისთვისაც. არის წყალგამძლე, აქვს სასიამოვნო ტექსტურა და მსუბუქი არომატი, არ შეიცავს სილიკონს, ქიმიურ და მინერალურ ფილტრებს და არის არაკომედოგენური.
გახსოვდეს, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან ქოლგა არ გიცავს, ამიტომ გამოიყენე „კანის მაშველი“ და გაატარე ზაფხული უსაფრთხოდ.
R