"-30 კილოგრამი მშობიარობის შემდეგ" - "სუხიშვილების" მოცეკვავის, მარიამ მათიაშვილი შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო ზედმეტი წონა - Marao

"-30 კილოგრამი მშობიარობის შემდეგ" - "სუხიშვილების" მოცეკვავის, მარიამ მათიაშვილი შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო ზედმეტი წონა

2025-07-22 11:01:23+04:00

ცოტა ხნის წინ "სუხიშვილების" მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს. მარიამ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარას ფოტოებს და, ამასთან, გამომწერებს უზიარებს რჩევებს, როგორც ახალბედა დედა.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავე კადრს მიღმა - მარიამ მათიაშვილის ოჯახური კადრები

ამჯერად კი მარიამი ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს მშობიარობის შემდეგ ზედმეტი წონის კლებისა და კვების რეჟიმის შესახებ. მარიამი ამბობს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ 30 კილოგრამი დაიკლო:

"როგორც იქნა, დადგა ის დღე, როცა ვარ ზუსტად ის წონა, რაც ვიყავი ორსულობამდე. ის 30 კილოგრამი, რაც ორსულობაში მოვიმატე, დავიკელი. ბოლო 4 კილოგრამი მქონდა გაყინული, ვერ ვიკლებდი და მოვახერხე დაკლება ორი კვირის მანძილზე", - ამბობს მარიამი ვიდეოში. 

mariam_matiashvili

მარიამ მათიაშვილის ოჯახი და კარიერა

მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია "სუხიშვილების" სოლისტია.  მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. 

როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. 

  • "ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დედობა ყველაზე დიდი ბედნიერება იყო და სულ ვოცნებობდი ამაზე" - მარიამ მათიაშვილი

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან, მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა", - ამბობდა თეა დარჩია.

mariam_matiashvili

მარიამი უკვე თავადაც დედაა - მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში "სუხიშვილებმა" საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა. 

  • ვიდეო: "ქორწილი კი არა დღესასწაული იყო" - ცნობილი სტუმრები, დედა-შვილის საოცარი ცეკვა და დაუვიწყარი წვეულება: როგორ ჩაიარა თეა დარჩიას ქალიშვილის, მარიამ მათიაშვილის ქორწილმა

მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი - უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი - უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია - მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.