რუსკა ქარქაშაძე ის ცნობილი სახეა, რომელმაც ხალხის სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიმსახურა. რუსკა ფართო აუდიტორიამ მაშინ გაიცნო, როცა ტელეეკრანებზე პოპულარული სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" გამოჩნდა. მაშინ პატარა გოგოს პროფესიონალიზმმა, ემოციურმა და შთამბეჭდავმა შესრულებამ უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია. მას შემდეგ რუსკა აქტიურად ჩანდა ეკრანებზე - მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტში როგორც მონაწილის, ისე წამყვანის ამპლუაში.
დღეს რუსკა ქარქაშაძე იშვიათად ჩანს ეკრანზე - ჰყავს ოჯახი და ერთი შვილი, ეუფლება პროფესიას და აქვს საკუთარი საქმე. გულშემატკივრებთან კავშირს კი სოციალური ქსელით ინარჩუნებს.
სწორედ საკუთარ გვერდზე გვიზიარებს რუკსა საინტერესო რეცეპტს, რომელიც სხვა ქალებსაც შეიძლება გამოადგეთ: "განახოთ როგორ ვაკეთებ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კერძს, აჯაფსანდალს? ასე მომზადებულს სულ სხვა არომატები აქვს", - წერს რუსკა და ვიდეოს აქვეყნებს.
რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.
დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში.
2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, - ამბობდა რუსკა.
რუსკა ქარქაშაძესა და ლაშა მოწონელიძეს ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.